სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

ბალანოპოსთიტი – სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება.
ეტიოლოგია: ხშირად ბანალური ინფექცია (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, საფუარის სოკოები და სხვ.); არაიშვიათად დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ბალანოპოსთიტის განვითარებას ხელს უწყობს: ზოგადი დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ კანის ბუნებრივ რეზისტენტობას საპროფიტული ფლორის მიმართ (შაქრიანი დიაბეტი, ანემია, ჰიპოვიტამინოზები, ალერგიული დაავადებები), ასევე ადგილობრივი წინასწარგანმწყობი ფაქტორები.
კლინიკური სურათი. განასხვავებენ მწვავე, ეროზიულ და განგრენოზულ ბალანოპოსთიტს. მარტივი ბალანოპოსთიტი ხასიათდება სასქესო ასოს თავისredprepuce კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის სიწითლით, შეშუპებითა და მაცერაციით, ზედაპირული იზოლირებული და ერთმანეთთან შერწყმული ეროზიების შემდგომი წარმოქმნით, ჩირქოვანი გამონადენით. სუბიექტურად – მსუბუქი წვა და ქავილი. ეროზიული ბალანოპოსთიტი გამოირჩევა მკვდარი ეპითელის თეთრი გაფუებული უბნების წარმოქმნით, შემდეგ კი მსხვილი კაშკაშა წითელი ფერის მტკივნეული ეროზიებით, პერიფერიაზე მაცერაციით. პროცესი შესაძლებელია გართულდეს ფიმოზით. ხშირად აღინიშნება მტკივნეული რეგიონალური ლიმფანგიტი და საზარდულის ლიმფადენიტი. მარტივი და ეროზიული ბალანოპოსთიტის რეგრესის შემდეგ ნაკვალევი არ რჩება. განგრენოზული ბალანოპოსთიტი მიმდინარეობს ცხელებით, ზოგადი სისუსტით. _copy3წარმოიქმნება ღრმა მტკივნეული ჩირქოვან-ნეკროზული წყლულები, სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის მკვეთრი შეშუპებისა და სიწითლის ფონზე. როგორც წესი, ვითარდება ფიმოზი, შესაძლებელია მოხდეს ჩუჩის პერფორაცია. წყლულები ნელა ხორცდება. ბალანოპოსთიტის ყველა შემთხვევის დროს საჭიროა გამოირიცხოს სიფილისი.
მკურნალობა. მარტივი და ეროზიული ბალანოპოსთიტის დროს საკმარისია ადგილობრივი დეზინფექციური და ანთების საწინააღმდეგო თერაპია. განგრენოზული ბალანოპოსთიტის, ფიმოზისა და ლიმფადენიტის დროს ხანგრძლივად ინიშნება ანტიბიოტიკები შიგნით მისაღებად.

პროფილაქტიკა. ზოგადი და ადგილობრივი დარღვევების მკურნალობა; პირადი ჰიგიენის დაცვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2045 times by 1240 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka