სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

პედიატრიული დაავადებები

დაავადება იწყება 2-4 წლის ასაკში, ზოგჯერ სიცოცხლის პირველ წელზე. აღინიშნება ცხელება, ინტოქსიკაცია, სახსრების შეშუპება და ტკივილი, თავდაპირველად ზიანდება  მსხვილი სახსრები (მუხლის, იდაყვის, ტერფ-წვივის, მენჯ-ბარძაყის), შემდეგში ხერხემლის კისრის ნაწილი, სხივ-მაჯის, ყბისა და თითების სახსრები. დაზიანება სიმეტრიულია; იცვლება სახსრების ფორმა. მათში ზოგჯერ აღინიშნება ექსუდატის მცირე რაოდენობა. ბავშვები უჩივიან ტკივილს სახსრებში მოძრაობის დროს, განსაკუთრებით გაშლისას. განმეორებითი შეტევების დროს ეს ჩივილები უფრო გამოხატულია. სახსრის დაზიანების შემდეგ ვითარდება კუნთების ატროფია და ჰიპოტონია. ერთდროულად წარმოიქმნება მრავლობითი კუნთოვანი კონტრაქტურები. შორს წასულ შემთხვევებში იცვლება ძვლოვანი ქსოვილიც. რენტგენოგრამაზე – ძვლოვანი ქსოვილის ახალწარმონაქმნის გაძლიერება ძვლისსაზრდელას მხრივ და ამავდროულად მისი გაწოვა. სახსრის მიდამოში ზრდადი ძვლისსაზრდელა და გრანულაციური ქსოვილი წარმოქმნიან  დესტრუქციულ კერებს და სახსრისა და ძვლის ზედაპირის დეფორმაციას. გრანულაციის ადგილზე განვითარებული ფიბროზულ-გრანულაციური ქსოვილი იწვევს ამოვარდნილობებს. სახსრების დაზიანების კვალდაკვალ დიდდება ლიმფური კვანძებიც და რამდენიმე დღეში აღწევენ მაქსიმალურ ზომებს; სახსრებში პათოლოგიური; პროცესის შექცევადობის დროს ლიმფური კვანძები კვლავ პატარავდებიან. კვანძები არ არიან შერწყმული კანთან, არ ჩირქდებიან. ტემპერატურული მრუდი ტალღისებურია; ღვიძლის დიდდება 2-3 სმ-ით, ზოგჯერ ელენთაც. გულის მხრივ აღინიშნება მიდრეკილება ტაქიკარდიისაკენ, მიოკარდიოდისტროფია. სისხლში – ანემია, ედსის მომატება, თავდაპირველად ლეიკოციტოზი, შემდეგ კი ლეიკოპენია. დიაგნოზი დაფუძნებულია ანამნეზზე და კლინიკურ სურათზე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება რევმატიულ ართრიტთან, ტუბერკულოზურ ართრიტთან; ართრიტთან ბრუცელოზის დროს, ტრავმის, ლეიკოზის, წითელი მგლურას დროს არსებულ ართრიტებთან.
მკურნალობა ტარდება სტაციონარში. მწვავე სტადიაში, ჩვენების მიხედვით, გამოიყენება ანტიბიოტიკები; ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური პრეპარატები.  და სხვ. კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება ვიტამინები, ფიზიოთერაპია, ალოე, სისხის პლაზმის გადასხმა. გამოჯანმრთელებისთანავე იწყებენ სამკურნალო მასაჟსა და ვარჯიშს. რემისიის პერიოდში რეკომენდებულია სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას. შესაძლებელია ქირურგიული კორეცია (ქირურგ-ორთოპედის კონსულტაცია).
პროგნოზი ადეკვატური კომპლექსური მკურნალობის დროს შედარებით კეთილსაიმედოა, მაგრამ დაავადების პროგრესირების შემთხვევეაში – სერიოზული.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 589 times by 343 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka