D ჰიპერვიტამინოზი

D ჰიპერვიტამინოზი
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

D ჰიპერვიტამინოზი – მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ვიტამინი D-ს გადაჭარბებული მიღების ან მისდამი მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს; ხასიათდება D-ვიტამინური ინტოქსიკაციის სიმპტომთკომპლექსის განვითარებით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ვიტამინი D-ს დიდი დოზებით გამოყენება მკურნალობის ან პროფილაქტიკისათვის; ზოგჯერ ჰიპერვიტამინოზს იწვევს მცირე დოზებიც, რაც აიხსნება D ვიტამინისადმი მომატებული მგრძნობელობით.
ძირითადია ვიტამინი D-ს ტოქსიკური მოქმედება უჯრედულ მემბრანებზე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები ჰიპერკალციემიისა და ჰიპერკალციურიის, ჰიპერფოსფატურიის, აციდოზის, ქსოვილთა და შინაგანი ორგანოების კალცინოზის განვითარებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

 მადის დაქვეითება, ღებინება, ყაბზობა, ფიზიკურ განვითარებაში შეფერხება, წყურვილი, პოლიურია. ბავშვი აგზნებულია, შემდეგ კი მოთენთილია, შესაძლებელია კრუნჩხვები, არტერიული წნევის მომატება, პულსის შენელება.
წამყვანი ბიოქიმიური ნიშანია ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია; შარდი შეიცავს ცილას, ცილინდებს.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ემყარება ანამნეზის მონაცემებს, კლინიკურ სიმპტომებს, სულკოვიჩის დადებით სინჯს, ჰიპერკალციემიისა და ჰიპერკალციურიის გამოვლინებას, ტუტე ფოსფატაზის აქტიურობის დაქვეითებას. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ჰიპერპარათირეოზთან, იდიოპათიკურ კალცინოზთან.

მკურნალობა

ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტა იწვევს მდგომარეობის გაუმჯობესებას. მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში, პროფილაქტიკა.
D ვიტამინით რაქიტის მკურნალობის დროს მიზანშეწონილია შარდში კალციუმის განსაზღვრა სულკოვიჩის მეთოდით. პედიატრიული დაავადებები


D ჰიპერვიტამინოზი – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 D ჰიპერვიტამინოზი – მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ვიტამინი D-ს გადაჭარბებული მიღების ან მისდამი მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს
🔎 D ჰიპერვიტამინოზის დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
➡️ მადის დაქვეითება;
➡️ ღებინება;
➡️ ყაბზობა;
➡️ ფიზიკურ განვითარებაში შეფერხება;
➡️ წყურვილი;
➡️ პოლიურია;
➡️ ბავშვი აგზნებულია, შემდეგ კი მოთენთილი;
➡️ შესაძლებელია კრუნჩხვები;
➡️ არტერიული წნევის მომატება;
➡️ პულსის შენელება
🧪 წამყვანი ბიოქიმიური ნიშანია ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია
👉 გაიგეთ მეტი D ჰიპერვიტამინოზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3Jcqh9E
#ჰიპერვიტამინოზი #Dჰიპერვიტამინოზი #Dჰიპერვიტამინოზისნიშნები #Dჰიპერვიტამინოზისსიმპტომები #Dჰიპერვიტამინოზიბავშვებში #Dჰიპერვიტამინოზისდიაგნოსტიკა #Dჰიპერვიტამინოზისმკურნალობა #Dვიტამინისსიჭარბე #თავბრუსხვევა #მადისდაქვეითება #ღებინება #ყაბზობა #წყურვილი #პოლიურია #პულსისშენეება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. . “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.