მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

ჭეშმარიტი ბუშტუკი – უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება ბუშტუკებისა და ეროზიების წარმოქმნითა და ტოქსიკოზით. ეტიოლოგიაში გარკვეული როლი ენიჭება ავტოიმუნურ პროცესებს, რომლებიც იწვევენ აკანტოლიზს და შიგაეპიდერმული ბუშტუკების ფორმირებას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ძირითადი ფორმაა ვულგარული ბუშტუკი. პროცესი იწყება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ზოგჯერ ხორხზე, სადაც წარმოიქმნება თხელკედლიანი ბუშტუკები, რომლებიც სწრაფად იხსნებიან. ეროზიები განლაგებულია შეუცვლელ ლორწოვანზე. კანზე წარმოიქმნება გამჭირვალე შიგთავსის მქონე ბუშტუკები, რომელთა გახსნის შემდეგ წარმოიქმნება წითელი ფერის, ზრდისაკენ მიდრეკილი ეროზიები. ეროზიების ზედაპირზე შესაძლებელია წარმოქმნას ქერქები. კანი შეცვლილი არ არის. პროცესი მკურნალობის გარეშე პროგრესირებს, გამონაყარი ერწყმის ერთმანეთს, ვრცელდება სულ უფრო ფართო უბნებზე, თან ერთვის ტოქსიკოზი, შესაძლებელია ცხელება.
მკურნალობა. კორტიკოსტეროიდული პრეპარატები ინიშნება თავდაპირველად დარტყმითი დოზებით (60 – 100 მგ პრედნიზოლონი დღეში). რემისიის დადგომის შემდეგ დოზას თანდათანობით ამცირებენ შემანარჩუნებელ დოზამდე (10 – 15 მგ დღეში), რომელსაც ავადმყოფი ღებულობს მუდმივად. შესაძლებელია კორტიკოსტეროიდების შერწყმა ციტოსტატიკებთან, გამა – გლობულინთან, ანტიბიოტიკებთან, ჰიპერბარულ ოქსიგენაციასთან. კორტიკოსტეროიდების მოხსნა ან მათო დოზის სწრაფი შემცირება იწვევს დაავადების გამწვავებას. პროგნოზი მკურნალობის გარეშე ცუდია. კორტიკოსტეროიდები იწვევენ რემისიას, ზოგჯერ მყარს, რაც საშუალებას იძლევა თანდათანობით შეწყდეს მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 805 times by 507 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri