ლალი დათეშიძე
სიდრომების ჯგუფი, რომლებიც გაპირობებულია ადრეულ ნეონატალურ პერიოდში სისხლის შედედების ზოგიერთი ფაქტორების ტრანზიტორული უკმარისობით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გვხვდება ორი ფორმით; პირველადი – К ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული და მეორადი, რომელიც ვითარდება დასუსტებულ ან დღენაკლულ ბავშვებში და არ წარმოადგენს К ვიტამინის მარტივი დეფიციტის შედეგს. დაავადებას საფუძვლად უდევს სისხლძარღვშიგა კოაგულაცია, რომელიც გამოწვეულია ვიტამინ-К-დამოკიდებული ფაქტორების II-VII-IX და Х აქტიურობის დაქვეითებით, თრომბოციტების რიცხვის ცვლილებისა და ერითროციტების ფრაგმენტაციის გარეშე.
კლინიკური სურათი. პირველადი ფორმის დროს ჰემორაგიული სიმპტომები ვლინდება სიცოცხლის მე-2 და მე-4 დღეებს შორის, კუჭ-ნაწლავიდან და ცხვირიდან სისხლდენების, გენერალიზებული ექკიმოზების, ჰემატომების სახით. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ იცვლება. პროთრომბინის დრო გახანგრძლივებულია და ბავშვების უმრავლესობაში აღინიშნება II-VII-IX და Х ფაქტორების დეფიციტი V ფაქტორის ნორმალური დონის დროს. К ვიტამინის შეყვანის შემდეგ დგება სწრაფი დადებითი დინამიკა. როგორც ჩანს ადგილის აქვს ვიტამინი К-ს უფრო გამოხატულ დეფიციტს, რომელიც აღინიშნება ჯანმრთელ ბავშვებშიც ნეონატალურ პერიოდში. მეორადი ფორმის დროს ბავშვებს, როგორც წესი, ვლინდება ჰიპოქსიის ან ინფექციის ნიშნები. სისხლდენის აღნიშნულ მოვლენებთან ერთად ადგილი აქვს ტვინში, ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევას, ფილტვისმიერ სისხლდენებს და სხვ. ვლინდება სისხლის შედედების სხვადასხვაგვარი დეფექტები: პროთრომბინის დროის ზომიერი გახანგრძლივება, ასევე V და VII ფაქტორების დაბალი დონე, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, არაიშვიათად მათი ფუნქციის დარღვევით. К ვიტამინის ეფექტი დაბალია.
დიაგნოზი ბაზირდება კლინიკურ მონაცემებზე და ჰემატოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე (თრომბოტესტი, II და VII ფაქტორების კომბინირებული აქტიურობის განსაზღვრა, თრომბოციტების დათვლა, ჰემოგლობინის განსაზღვრა, სისხლის ნაცხები და სხვ.). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სხვა ჰემორაგიულ დიათეზებთან.
მკურნალობა. ტარდება შესაბამისი მკურნალობა; პროგნოზი პირველადი ფორმის დროს კეთილსაიმედოა, მეორადის დროს – სერიოზულია.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1343 times by 717 viewers



