ჰიპოტროფია

ჰიპოტროფია

ჰიპოტროფია (hypotrophy) – კვების ქრონიკული მოშლა, რომელიც ვლინდება სხეულის მასის სხვადასხვა ხარისხის შემცირებით. როგორც წესი, ჰიპოტროფიით ავადდებიან ადრეული ასაკის ბავშვები.

საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეტიოლოგია, პათოგენეზი

წარმოადგენს პოლიეტიოლოგიურ დაავადებას. განასხვავებენ თანდაყოლილ (პრენატალურ) და შეძენილ (პოსტნატალურ) ჰიპოტროფიას.
თანდაყოლილი ჰიპოტროფია ხშირად განპირობებულია დედის დაავადებებით, ან უკავშირდება მუცელშიგა ჰიპოქსიას, ნაყოფის ინფექციას, გენურ და ქრომოსომულ მუტაციებს. შეძენილი ჰიპოტროფიის მიზეზებს შორის გამოყოფენ ეგზოგენურ და ენდოგენურ მიზეზებს.

ეგზოგენური მიზეზები

მიაკუთვნებენ ალიმენტურ ფაქტორებს (დედის ჰიპოგალაქტია, არასწორად გაანგარიშებული რაციონი ხელოვნური კვების დროს და სხვ.), პილოროსტენოზსა და პილოროსპაზმს, წამლისმიერ მოწამვლებს (ჰიპერვიტამინოზი D და სხვ.), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებს, არასათანადო მოვლას, რეჟიმის დარღვევებს და ა. შ.

ენდოგენური მიზეზები

ჰიპოტროფიის ენდოგენური მიზეზები შესაძლებელია იყოს კუჭ-ნაწლავისა და სხვა ორგანოების განვითარების მანკები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებები, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი ანომალიები, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, ენდოკრინული დაავადებები და ა. შ.
ჰიპოტროფიის პათოგენეზს საფუძლად უდევს საკვები ნივთიერებების გადამუშავების, შეწოვისა და ათვისების პროცესები დარღვევა. განასხვავებენ ჰიპოტროფიის I, II და III ხარისხს.

კლინიკური სურათი

I ხარისხის ჰიპოტროფია ხასიათდება სხეულის მასის შემცირებით 20%-მდე; მუცელზე კანქვეშა ცხიმოვანი შრე გათხელებულია, ტურგორი დაქვეითებულია;
სხვა მაჩვენებლები როგორც წესი, ნორმის ფარგლებში, ან მცირედ დაქვეითებულია.
II ხარისხის ჰიპოტროფიის დროს სხეულის მასა ასაკობრივ ნორმასათან შედარებით 25-30%-ით ნაკლებია. კანქვეშა ცხიმოვანი შრე შენარჩუნებულია მხოლოდ სახეზე, განსაკუთრებით გათხელებულია იგი მუცელსა და კიდურებზე.
კანი მშრალია, ადვილად იკრიბება ნაკეცებად; აღინიშნება ზრდაში ჩამორჩენა, უმადობა; ბავშვი გაღიზიანებულია, კარგავს ადრე შეძენილ ჩვევებს, ირღვევა თერმორეგულაცია; დეფეკაცია არამყარია: ,,მშიერი” განავალი იცვლება დისპეფსიურით.
III ხარისხის ჰიპოტროფიის დროს სხეულის მასა ნორმასთან შედარებით 30%-ზე ნაკლებია; ბავშვი წონაში საერთოდ არ მატულობს, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზრდაში.
გარეგნულად აღინიშნება გამოფიტვის უკიდურესი ხარისხი, კანი ფერმკრთალი-მორუხო ფერისაა, კანქვეშა ცხიმოვანი შრე საერთოდ არ არსებობს.
ლორწოვანი გარსები ფერმკრთალი და მშრალია, პირში აღინიშნება კანდიდოზური სტომატიტის (რძიანა) ელემენტები.
სუნთქვა ზედაპირულია, გულის ტონები მოყრუებული, არტერიული წნევა დაქვეითებულია.
სხეულის ტემპერატურა დაწეულია, ზოგჯერ მატულობს სუბფებრილურ ციფრებამდე, იღლიისქვეშა და რექტალურ ტემპერატურებს შორის სხვაობა არ არსებობს.

ჰიპოტროფიის დიაგნოსტირება

რთული არ არის. გაცილებით უფრო რთულია ჰიპოტროფიის მიზეზების დადგენა.

მკურნალობა

კომპლექსურია და ითვალისწინებს გამომწვევი ფაქტორების აღკვეთისაკენ ან კორექციისაკენ მიმართულ ღონისძიებებს; ინიშნება  დიეტოთერაპია, ზოგადგამაჯანსაღებელი პროცედურები, ფერმენტები და სიმპტომური საშუალებები, ვიტამინოთერაპია.
II – III ხარისხის ჰიპოტროფიის მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ინფექციის კერების არსებობისას ინიშნება ანტიბიოტიკები; აუცილებლობის დროს ტარდება ქირურგიული ჩარევა. ფართოდ გამოიყენება ფერმენტოთერაპია, ვიტამინოთერაპია.
მასტიმულირებელი საშუალებები. ნაჩვენებია მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, სუფთა ჰაერზე ყოფნა. პროგნოზი დამოკიდებულია მიზეზზე, რომელიც იწვევს ჰიპოტროფიას, და მისი აღკვეთის შესაძლებლობაზე. მესამე ხარისხის პირველადი ჰიპოტროფიის დროს პროგნოზი ყოველთვის სერიოზულია, ლეტალობა 30%-მდეა.

პროფილაქტიკა

შესაძლებელობის მიხედვით ბუნებრივი კვების უზრუნველყოფა, ჰიპოგალაქტიის მკურნალობა, რაციონალური კვება, ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა. პედიატრიული დაავადებები


.