მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

წითელი ბრტყელი ლიქენი (lichen ruber planus) – დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, იშვიათად ფრჩხილებს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი დადგენილი არ არის. გავრცელებულია დაავადების ინფექციური და ნევროლოგიური წარმოშობის თეორიები. ავადდებიან უპირატესად მოზრდილები.
კლინკური სურათი ხასიათდება მონომორფული წვრილი პოლიგონალური1561 მოწითალო – იისფერი პაპულებით, ბრტყელი ბზინავი ზედაპირითა და ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. პაპულები განლაგებულნი არიან იზოლირებულად, უპირატესად წინამხრის მომხრელ ზედაპირზე, მუცელზე, წელზე და თან ახლავთ გამოხატული ქავილი. პაპულები შესაძლოა შეერთდნენ და წარმოქმნან ბალთები. პაპულების ზედაპირზე ჩნდება მოთეთრო ფერის ბადისებრი სურათი – ვიკემის ბადე, რომელიც განსაკუთრებით კარგად სჩანს ელემენტების წყლით დასველებისას ან მცენარეული ზეთის წასმის დროს. ზოგჯერ ისინი წარმოქმნიან რგოლისებრ ფიგურებს. გაწოვილი პაპულების ადგილზე ხშირად რჩება მყარი პიგმენტაცია. ლორწოვანი გარსების დაზიანება შესაძლოა იყოს2491 როგორც იზოლირებული, ასევე შერწყმული კანის დაზიანებასთან. ლოყების შიგნითა ზედაპირზე, ტუჩების წითელ ქობაზე, ენის გვერდით ზედაპირებზე, ვულვაზე და სასქესო ასოს თავზე ჩნდება მცირე ზომის, მოთეთრო, მბზინავი პაპულები, რომლებიც წარმოქმნიან ,,გვიმრის სურათს” ან ბადეს. გარდა ტიპიურისა, შესაძლებელია ასევე წითელი ბრტყელი ლიქენის სხვა სახესხვაობებიც ლორწოვან გარსებზე: ექსუდაციურ – ჰიპერემიული, რომელიც ხასიათდება პაპულების განლაგებით შეშუპებულ ჰიპერემიულ ფონზე; ეროზიულ – წყლულოვანი, რომელსაც ახლავს ეროზიებისა და მცირე წყლულების 2493წარმოქმნა, გარშემორტყმული პაპულებით (ეს უკანასკნელი არაიშვიათად ვითარდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და ჰიპერტონიკებში). დაავადება ხასიათდება ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობით.
დიაგნოზის დადგენისას ითვალისწინებენ პაპულების დამახასიათებელი სახეს, ტიპიურ ლოკალიზაციას, ვიკემის ბადისა და ქავილის არსებობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1443 times by 892 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri