სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

2438მასტოციტოზი – ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ასევე შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. დაავადებას საფუძვლად უდევს პოხიერი უჯრედების აკუმულაციითა და პროლიფერაციით განპირობებული პათოლოგიური პროცესები. დაავადების განსაკუთრებით ხშირი სახესხვაობაა ლაქოვანი და პაპულოზური მასტოციტოზი, რომლებიც ხშირად შერწყმულია ერთმანეთთან და ცნობილია პიგმენტური ჭინჭრის ციების სახელწოდებით; ეს უკანასკნელი ხასიათდება გავრცელებული, უხვი მოლურჯო-მოვარდისფერო, შემდეგ კი მოყავისფერო-მურა ფერის მცირე ზომისა და მრგვალი მოხაზულობის ლაქებითა და პაპულებით. გამონაყარი წარმოიქმნება მრავალჯერადი შეტევების სახით, ხანმოკლე რემისიებით; მიმდინარეობა განუსაზღვრელია.

2484პიგმენტური ჭინჭრის ციება, რომელიც წარმოიქმნება ადრეული ბავშვობის ასაკში, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში, ასევე პუბერატული პერიოდის დასაწისში, ხშირად ექვემდებარება სპონტანურ რეგრესს. მოზრდილებში იგი გამოირჩევა პროცესის დამძიმებით. იშვიათად მასტოციტოზი ვლინდება:
- მოყავისფერო-მოყვითალო კვანძების სახით, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან, განსაკუთრებით მსხვილ ნაკეცებში, წარმოქმნიან კონგლომერატებს;
- ბუშტუკების სახით, რომლებიც წარმოიქმნებიან ადრეულ ბავშვობაში; მკაფიო საზღვრების მქონე დიფუზური კერებით, რომელთა ზომებისა და რიცხვის მომატებისას ფორმირდება ერითროდერმა;
- მასტოციტომის სახით, რომელიც მსგავსია ჰისტიოციტომისა ან ნევოკარცინომის;
- მყარი ლაქოვანი ტელეანგიექტაზიის სახით,
- სხვადასხვა სახის ლაქებით.
2037კანის დაზიანებებს შესაძლოა დაერთოს შინაგანი ორგანოების დაზიანებაც (განსაკუთრებით ღვიძლის და ელენთის), ასევე პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის, ასევე სხვა ზოგადი დარღვევები შესაძლო ლეტალური გამოსავლით.
მკურნალობა. ეფექტური თერაპია არ არსებობს. ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები (ფენკაროლი, დიაზოლინი, სუპრასტინი, ტავეგილი და განსაკუთრებით ზადიტენი), ტარდება ფოტოქიმიოთერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3031 times by 1641 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka