მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

tineaVersicolor_877_medქატოსებრი ლიქენი (pityriasis [tinea] versicolor) – კანის სოკოვანი დაავადება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი.
კლინიკური სურათი. გულმკერდის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანსა და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი, მოყვითალო – მოყავისფერო ლაქები, მკაფიო არასწორი საზღვრებით, რომელთა წაფხეკისას აღინიშნება უმნიშვნელო ქატოსებრი აქერცვლა. პერიფერიული ზრდის შედეგად ლაქები მატულობენ ზომებში და ერწყმიან ერთმანეთს მსხვილი კერების წარმოქმნით. სუბიექტური შეგრძნებები არ არსებობს. გამოიყენება იოდის დიაგნოსტიკური სინჯი, – დაზიანებულ კანს შეაზელენ იოდის ნაყენს და მაშინვე წმენდენ სპირტით: რქოვანი შრე სწრაფად შეიწოვს იოდს და ლაქა მკვეთრად გამოიყოფა, შეიფერება მუქ ყავისფრად, მსუბუქად გაყვითლებულ დაუზიანებელი კანის ფონზე. ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით აქერცვლის შედეგად ადრეული გამონაყრის ადგილებზე რჩება ლაქები – ფსევდოლეიკოდერმა.

136_22
დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკასა და იოდის დადებით სინჯს. საეჭვო შემთხვევებში ტარდება კანის ქერცლების მიკროსკოპული გამოკვლევა გამომწვევის აღმოსაჩენად. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სიფილისურ როზეოლასთან, რომელიც არ იქერცლება და არ ერთიანდებიან, იოდის სინჯი ამ დროს უარყოფითია, ხოლო სეროლოგიური რეაქცია სიფილისზე დადებითია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2538 times by 1348 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri