მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

2751ფსორიაზი (psoriasis) – კანის ავტოიმუნური ანთებითი დაავადება, ქრონიკული დერმატოზი, რომელიც მიმდინარეობს კანის, ზოგჯერ კი სახსრებისა და ფრჩხილების დაზიანებით; გადამდები არაა.
ეტიოლოგია და პათოგენეზი ცნობილი არ არის. განსაკუთრებით გავრცელებულია ფსორიაზის წარმოშობის ვირუსული, მემკვიდრეობითი, ნევროგენული თეორიები. პათოგენეზში გარკვეული როლი ენიჭება იმუნოლოგიურ, ფერმენტაციულ და სხვა ბიოქიმიურ დარღვევებს. დაავადება აღინიშნება ნებისმიერ ასაკში; არაკონტაგიოზურია.
კლინიკური სურათი ტიპიურ შემთხვევებში ხასიათდება მონომორფული პაპულოზური გამონაყრის გაჩენით, რომელიც ლოკალიზებულია ძირითადად კიდურების გამშლელ ზედაპირზე (განსაკუთრებით იდაყვზე და მუხლებზე), ტანზე, თავის თმიან psoriasis_86_lgნაწილზე. წარმოადგენს დიამეტრით 2 – 3 მმ – დან 1 – 2 სმ – მდე, ვარდისფერი – წითელი ფერის მრგვალი მოხაზულობის, მკვეთრად შემოსაზღვრულ პაპულებს, რომლებიც მცირედ სცილდებიან კანის ზედაპირს, დაფარულნი არიან ვერცხლისფერ – თეთრი ქერქებით. პაპულების წაფხეკისას ვლინდება 3 დიაგნოსტიკური ფენომენი: 1. სტეარინული ლაქა; 2. ტერმინალური აპკები; 3. სისხლიანი ცვარი. პაპულები გამოირჩევიან ექსცენტრული ზრდით, რაც იწვევს ბალთების წარმოქმნას, რომლებიც ერწყმიან დაზიანების ფართო უბნებს. პროცესის პროგრესირების დროს პაპულების ირგვლივ ჩნდება წითელის ფერის არშია, მატულობს ახალი გამონაყარი; კებნერის ფენომენი (იზომორფული რეაქცია) დადებითია, სუბიექტურად აღინიშნება ქავილი. პროცესის რეგრესირებისათვისpsoriasis_197_lg დამახასიათებელია შეფერვის ინტენსივობის შესუსტება, გამონაყრის გაწოვა; ბალთების გაწოვა ჩვეულებრივ იწყება ცენტრალური ნაწილიდან, რის გამოც ფსორიოზული ელემენტები იძენენ რგოლისებრ ან გირლანდისებურ ფორმას. გამომშრალი გამონაყრის ადგილებზე რჩება დროებითი დეპიგმენტაცია (ფსევდოლეიკოდერმია). არასრული რემისიის პერიოდებში კანის საფარველის ცალკეულ უბნებზე შესაძლებელია დარჩეს ერთეული ,,მორიგე ბალთები”. კლინიკური თავისებურებების მიხედვით გამოყოფენ ფსორიაზის რამდენიმე სახესხვაობას.

ექსუდაციური ფსორიაზი არაიშვიათად წარმოიქმნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და გამოირჩევა გამოხატული შეშუპებითა და ფსორიაზული პაპულების სიმკვეთრით, მათ ზედაპირზე მოყვითალო ფერის ქერქებ – ქერცლების წარმოქმნით, ექსუდატით გაჟღენთის გამო. ფსორიაზის განსაკუთრებით მძიმე სახესხვაობაა ფსორიაზული ერითროდერმია და ართროპათიული ფსორიაზი.

ფსორიაზული ერითროდერმიის დროს პათოლოგიურ პროცესში ჩართულია მთლიანი (ან თითქმის მთლიანი) კანის საფარველი. კანიpsoriasis_219_lg გაჭიმულია, უხეში, ინფილტრირებული, წითელი ფერის, უხვი მსხვილი და წვრილპლასტური აქერცვლით ზედაპირზე. აღინიშნება ლიმფური კვანძების გადიდება, სუბფებრილური ტემპერატურა; ირღვევა ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, აღინიშნება ცვლილებები სისხლში (ლეიკოციტოზი, ედსის მომატება), შარდში (პროტეინურია). ერითროდერმიის განვითარებას ხელს უწყობს არარაციონალური, გამაღიზიანებელი თერაპია ფსორიაზის პროგრესირების სტადიაში.

ართროპათული ფსორიაზი ხასიათდება უპირატესად მტევნისა და ტერფის წვრილი სახსრების დაზიანებით, იშვიათად სხივ – მაჯის, ტერფ – წვივის, მალთაშორისი და სხვ. თან ახლავს მკვეთრი ტკივილი და სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და დეფორმაციები. რენტგენოლოგიურად ვლინდება ხელის თითების დისტალური ფალაგების ლიზისი და სახსრების ცლილებები. სისხლში – ლეიკოციტოზი, ედსის მომატება, ჰიპერგამაგლობულინემია. სახსრების დაზიანება შესაძლოა შერწყმული იყოს კანის დაზიანებასთან, ან დარჩეს იზოლირებული მრავალი წლის განმავლობაში. ყველა ამ ფორმის psoriasis_12271_lgდროს შესაძლებელია ფრჩხილების დაზიანება, მათი შემღვრევა და გასქელება, ონიქოგრიფოზის განვითარებამდე. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული ტალღისებური მიმდინარეობა. ჩვეულებრივ გამოხატულია პროცესის სეზონურობა – გაუარესება ზამთრის პერიოდში, და მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ზაფხულობით (ზამთრის ტიპი) და იშვიათად – პირიქით (ზაფხულის ტიპი). ფსორიაზის ტიპიური კლინიკური სურათის დროს დიაგნოსტირება რთული არ არის. დამახასიათებელია ფსორიოზული ტრიადა: (სტეარინული ლაქა, ტერმინალური აპკები, წერტილოვანი სისხლდენა). დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პაპულოზურ სიფილისთან.
მკურნალობა. დიეტა ცხოველური ცხიმების და ნახშირწყლების გამორიცხვით, ცხარე საკვების, ალკოჰოლის აკრძალვა. ფსორიაზის პროგრესირების სტადიაში – ანტიჰისტამინური პრეპარატები და ჰიპომასენსიბილიზირებელი საშუალებები; სტაციონარულ სტადიაში – ავტოჰემოთერაპია, პიროგენალი, ულტრაიისფერი დასხივება. ასევე, კურორტული მკურნალობა, მზის აბაზანები და ზღვაში ბანაობა. ფსორიაზის მძიმე ფორმების დროს გამოიყენება კორტიკოსტეროიდული ჰორმონები შიგნით მისაღებად, ციტოტოქსიკური იმუნოდეპრესანტები. უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება ფოტოქიმიოთერაპია, ჰემოსორბცია, პლაზმაფერეზი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.geoanswer.net/

Viewed 2037 times by 1190 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri