ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
კანის კიბო – ეპიდერმისის სხვადასხვა ნაწილიდან განვითარებული სიმსივნეების ჯგუფი.
ბაზალიომა ხშირად აღინიშნება სახეზე და მოხუცებულობით ასაკში. ვითარდება მკვრივი პერლამუტის ფერის კვანძი ან მცირე ზომის კვანძების ჯგუფი, რომლებიც წარმოქმნიან მცირედ წამოწეულ ბალთას. გარკვეული დროის შემდეგ დაზიანების ცენტრში წარმოიქმნება ეროზია ან წყლული თხელი ქერქით, რომლის კიდეების გაყოლებაზე ჩანს ერთმანეთთან
ახლოს მდებარე მკვრივი კვანძები. ეს კვანძები იშლებიან და წარმოიქმნება შეუხორცებელი წყლული გლუვი წითელი ფერის ფსკერითა და მკვრივი კიდეებით. ასეთი წყლულის ირგვლივ იქმნება ახალი მკვრივი კვანძები. ბაზალიომის ზედაპირზე შესაძლებელია წერტილოვანი პიგმენტური დაფრქვევა, ან ზედაპირს აქვს მოყვითალო-თეთრი ფერი.
მკურნალობა. ელექტროკოაგულაცია, ელექტროექსციზია ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში, კოლხამინის მაზი, შესაძლებელია კრიოდესტრუქცია, ქირურგიული ჩარევა.
პროგნოზი კეთილსაიმედოა, ვინაიდან ბაზალიომა ვითარდება ძალიან ნელა, არ იძლევა მეტასტაზებს და კარგად განიკურნება.
კანის ბრტყელი, ზედაპირული ბაზალიომა ლოკალიზდება ტანზე. წარმოიქმნება თხელი ქერცლით დაფარული სხვადასხვა ზომის ბალთები, ატროფიული ცენტრითა და წამოწეული მბზინავი ვიწრო ქობით წვრილი, მკვრივი მოვარდისფერო-წითელი ფერის ან თეთრი-მოყვითალო ფერის კვანძებიდან. პროცესი პროგრესირებს ძალიან ნელა, ინფილტრაცია ჩვეულებრივ არ აღინიშნება. დიაგნოზის კრიტერიუმია – პერიფერიული ლილვაკის არსებობა, დაწყლულების არარსებობა, ძალიან ნელი კეთილთვისებიანი მიმდინარეობა, მიდრეკილება რეგრესისაკენ, საბოლოო ატროფიით.
მკურნალობა ელექტროქირურგიულია; პროგნოზი კარგია.
კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბო აღინიშნება ძირითადად ტუჩების წითელ ქობაზე, განსაკუთრებით ქვედაზე, სასქესო ასოზე, ვულვაზე; დანარჩენ ნაწილებში ძალიან იშვიათია. წარმოიქმნება გლუვი, მკვრივი კვანძები, ზოგჯერ დვილისებრი წანაზარდებით ზედაპირზე, რომლებიც წყლულდებიან და წარმოიქმნება კრატერისებური, ზოგჯერ მტკივნეული წყლული მკვრივი სისხლმდენი ფსკერით. სიმსივნე ძალიან სწრაფად დიდდება, შლის გარემომცველ და ქვემდებარე ქსოვილებსა და მეტასტაზირდება.
მკურნალობა. ახლოფოკუსური რენტგენოთერაპია კობინაციით ქირურგიულ გაკვეთასთან და ქიმიოთერაპიასთან. პროგნოზი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 1775 times by 1213 viewers



