აბონენტი

აბონენტი – (ინტ.) subscriber–მოწყობილობა, იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს ურთიერთქმედების უფლება მომსახურების გამწევ ინფორმაციულ ობიექტთან – სისტემასთან, ქსელთან, კომპლექსთან. სააბონენტო უფლებები, როგორც წესი მიიღება გარკვეულ საზღაურად. აბონენტია, მაგალითად, პროვაიდერის მომსახურებაზე მყოფი პირი. სააბონენტო მომსახურება აქვს მრავალ სამედიცინო და ფარმაცევტულ კომპიუტერულ სისტემას, მათ შორის – ქართულ ფარმაცევტულ საიტს http://gps.iatp.org.ge – იგი აბონენტებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას სამედიცინო სამყაროში მიმდინარე სიახლეების და პრეპარატების შესახებ, უწევს კონსულტაციებს და ა.შ. (იხ.) ეს მომსახურებები აქვთ მხოლოდ ამ სისტემის აბონენტებს და არა ყველა მომხმარებელს.