აბორტი ინფიცირებული

აბორტი ინფიცირებული – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.), ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის შემდომი ინიფიცირებით. განსაკუთრებით ხშირად პათოგენური მიკროორგანიზმები აღწევენ საშვილოსნოში კრიმინალური აბორტების დროს. საშვილოსნოდან მიკრობები ვრცელდებიან ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზებით საკვერცხეებზე, საშვილოსნოს მილებზე, მენჯის პერიტონეუმზე და საშვილოსნოს ირგვლივ უჯრედისზე, იწვევენ სხვადასხვა ლოკალიზებულ და გენერალიზებულ გართულებებს, სეპტიცემიამდე. ინფექციის გავრცელების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ: 1. გაურთულებელი აბორტი (ინფექცია ლოკალიზებულია საშვილოსნოში); 2. გართულებული აბორტი (ინფექცია ვრცელდება საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ შემოიფარგლება მცირე მენჯის მიდამოთი); 3. სეპტიკური აბორტი. სიმპტომები, მიმდინარეობა. გაურთულებელი ცხელებით მიმდინარე აბორტის დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ლეიკოციტოზი. საშვილოსნო პალპაციით მტკივნეულია; დანამატების, მენჯის პერიტონეუმისა და საშვილოსნოს ირგვლივი უჯრედისის მხრივ ცვლილებები არ აღინიშნება. გართულებული ცხელებით მიმდინარე აბორტი ხასიათდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, მუცლის ქვევით ტკივილებით, შემცივნებით, მაღალი ლეიკოციტოზით, ედსის მომატებით. საშვილოსნო მგრძნობიარეა პალპაციით, მოისინჯება დანამატების ერთი ან ორმხრივი გადიდება. ანთებით პროცესში მენჯის პერიტონეუმის ჩართვის შემთხვევაში, მუცლის ქვედა ნაწილებში აღინიშნება პერიტონეალური მოვლენები. სეპტიკური აბორტის დროს ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა: აღინიშნება ძლიერი შემცივნება, გამოხატულია ცხელება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით, კანის საფარველის სიფერმკრთალით, სკლერების სიყვითლით, პარენქიმული ორგანოების ტოქსიკური ცვლილებებით. არაიშვიათად ვითარდება სეპტიკური პერიტონიტი, თრომბოფლებიტები, სეპტიკური პნევმონია, თირკმლის მწვავე უკმარისობა. მკურნალობა. გაურთულებელი ინფიცირებული აბორტის დროს აცილებენ სანაყოფო კვერცხის ნაწილებს (აქტიური მეთოდი) ან იმავე ოპერაციას გადადებენ ინფექციის გამოვლინებების ჩაცხრომამდე. გართულებული და სეპტიკური აბორტის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები მაღალი დოზებით, სულფანილამიდები, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ვიტამინები, ვენაში კეთდება გადასხმები. სანაყოფო კვერცხის ნაწილებს აცილებენ მხოლოდ ძლიერი სისხლდენის დროს (სასიცოცხლო ჩვენება). ჩვეულებრივ სანაყოფო კვერცხის ნარჩენებს აცილებენ მხოლოდ ინფექციის ჩაცხრომის შემდეგ (უმჯობესია ვაკუუმ – ასპირაცია)

Share this...Share on Facebook
Facebook