სტივენს-ჯონსონის სინდრომი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი (Stevens-Johnson syndrome) – მწვავე ტოქსიკურ – ალერგიული დაავადება; ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გენერალიზებული გამონაყრით; წარმოადგენს ექსუდაციური ერითემის ავთვისებიან ვარიანტს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

უეცრად მატულობს სხეულის ტემპერატურა, აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი. კანზე სიმეტრიულად წარმოიქმნება მკვეთრად შემოფარგლული მსხვილი მოვარდისფერო ან წითელი ფერის ლაქები, იშვიათად შეშუპებული პაპულები, ხშირად პერიფერიული ციანოზით, ზოგიერთების ცენტრში ფორმირდება ბუშტუკი.
პირის ღრუს, ცხვირის, თვალების, ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე, უკანა ტანის მიდამოში წარმოიქნება ბუშტუკები, რომლებიც 2 – 4 დღეში იხსნებიან და წარმოქმნიან სისხლმდენ ეროზიას.
ტუჩები შეშუპებულია, დაფარულია სისხლიანი ქერქებით. პროცესი ზოგჯერ  რთულდება ჰემორაგიული გამონაყრით, ცხვირიდან სისხლდენით, ჩირქოვანი კონიუნქტივიტით, რქოვანას დაწყლულებით.
განვითარებული ტოქსიკოზი შესაძლებელია მიზეზი გახდეს გულ – სისხლძარღვთა და ფილტვის უკმარისობისა, ნეფრიტის და სხვ.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ დასაწყისს, მძიმე ზოგად მდგომარეობას, კანზე თუნდაც ერთეული გამონაყრის არსებობას, რომელიც ტიპიურია ექსუდაციური ერითემისა;
ნაცხებში აკანთოლიზური უჯრედების ანაბეჭდების არარსებობას, ნიკოლსკის უარყოფით სიმპტომს.

პროგნოზი

პროგნოზი კარგია, დაავადება გრძელდება 2 – 3 თვე, რეციდივები არ აღინიშნება.

სტივენს-ჯონსონის სინდრომილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 სტივენს – ჯონსონის სინდრომი – მწვავე ტოქსიკურ-ალერგიული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანსა და ლორწოვან გარსებზე გენერალიზებული გამონაყარით
🔎 დაავადების დროს:
🌡 უეცრად მატულობს სხეულის ტემპერატურა;
🤕 აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი;
⭕️ კანზე სიმეტრიულად წარმოიქმნება მკვეთრად შემოფარგლული მსხვილი მოვარდისფერო ან წითელი ფერის ლაქები;
🔵 იშვიათად შეშუპებულია პაპულები, ხშირად პერიფერიული ციანოზით;
🩸 პირის ღრუს, ცხვირის, თვალების, ხორხის, სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსებზე, უკანა ტანის მიდამოში წარმოიქნება ბუშტუკები, რომლებიც 2 – 4 დღეში იხსნებიან და წარმოქმნიან სისხლმდენ ეროზიას
👄 ტუჩები შეშუპებულია, დაფარულია სისხლიანი ქერქებით
📌 პროცესი ზოგჯერ რთულდება:
✔️ ჰემორაგიული გამონაყარით;
✔️ ცხვირიდან სისხლდენით;
✔️ ჩირქოვანი კონიუნქტივიტით;
✔️ რქოვანას დაწყლულებით
👉 შეიტყვე მეტი სტივენს-ჯონსონის სინდრომის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/37pa1DE
#სტივენსჯონსონისსინდრომი #სტივენსჯონსონისსინდრომისსიმპტომები #მაღალიტემპერატურა #ყელისტკივილი #წყლულებიპირისშიგნით #ეროზია #თვალისგაღიზიანება #წითელილაქები #კანისაქერცვლა #თავისტკივილი #შეშუპებულიპაპულები #ბუშტუკებიკანზე #შეშუპებულიტუჩები #სისხლმდენიეროზია #ჰემორაგიულიგამონაყარი #სისხლდენაცხვირიდან #ჩირქოვანიკონიუქტივიტი #რქოვანასდაწყლულება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian