აბდომინური ანგინა

აბდომინური ანგინა – მუცლის ღრუს ორგანოთა იშემია, რომლის მიზეზია მეზენტერულ სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, იშვიათად თრომბოზი. ახასიათებს შეტევითი ტკივილები მუცელში, უპირატესად ჭიპის ირგვლივ, მეტეორიზმი, მუცლის შებერვა, ბოყინი, შეკრულობა; კლინიკურად ვლინდება მწვავე და ქრონიკული ფორმებით. განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული მეზენტერული სისხლძარღვების თრომბოზისა და თრომბოემბოლიის დროს. დაავადება ძირითადად აღინიშნება ხანშიშესულ ასაკში.