აბდომინური სინდრომი

აბდომინური სინდრომი – ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. ნიშნები: პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი მუცელში; პროდრომულ პერიოდში გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფერმკრთალე, ყურყური მუცელში; შეტევის დროს მუცლის კუნთების კლონური შეკუმშვა; შეტევის შემდეგ ძილიანობა, დამტვრეულობა. ელექტროენცეფალოგრამაზე ცერებრული დისრიტმია. სინონიმები: მურის სინდრომი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია. [“3”]