აბლუტომანია

აბლუტომანია – (ლათ. ablutio – დაბანა და … მანია) დაუძლეველი ლტოლვა დაბანისადმი. ვლინდება ხელების დაუსრულებელი ბანვით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის ფუნქციის დარღვევა და მისი დაზიანება.