სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

აკნე (acne, comedone) – კანის დაავადება, რომელიც წარმოიქმნება 2356უპირატესად პუბერტულ პერიოდში და ხასიათდება  ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით.  დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული გადაღლილობა, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევები შეკრულობები), ჰიპოვიტამინოზები, ენდოკრინოპათიები, აგრეთვე კანის პირადი ჰიგიენის დაუცველობა. ფერიმჭამელების ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა. კანის ცხიმის შემდგომი შეგუბება სადინარში ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა და პუსტულიზაციას.  პროცესი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია სახეზე (შუბლი, ცხვირის ფრთები, ნიკაპი, ლოყები), აგრეთვე კეფაზე, ზურგზე, გულმკერდზე; ვლინდება უპირატესად კვანძოვანი ან ჩირქგროვის ხასიათის მწვავედ ან 2929ქვემწვავედ მიმდინარე ანთებითი გამონაყარი.
კლინიკური სურათი ხასიათდება გამონაყრის ელემენტების ევოლუციური პოლიმორფიზმით. კომედონების (ცხიმიანი საცობები) ფუძეში წარმოიქმნება ანთებითი კვანძები, რომლებიც ტრანსფორმირდებიან სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის ჩირქგროვებად. ზოგიერთ შემთხვევაში დაჩირქება იწყება კანის ღრმა შრეებიდან და იწვევს რბილი, ნახევარსფეროსებრი კვანძების წარმოქმნას. პუსტულების შემცველობა შრება, წარმოქმნის ქერქებს, რომელთა მოძრობის შემდეგ რჩება მოლურჯო-ვარდისფერი ლაქები ან ნაწიბურები. ღრმა ფერისმჭამელები მტკივნეულია.
განასხვავებენ აკნეს რამდენიმე სახესხვაობას.
თეთრი ფერიმჭამელები (,,მეფეტვია”) - თეთრი ფერის, წვრილი, ქინძისთავის ზომის კვანძები, რომლებიც განლაგებულია კანზე, უპირატესადacne-picture ყვრიმალის ძვლების მიდამოში და იშვიათად ცხვირის ფრთებზე. ხელის დაჭერისას მათი შიგთავსი კანის ზედაპირზე გამოიყოფა დაკლაკნილი, მოთეთრო – რუხი ჭიაყელას სახით.
შავი ფერიმჭამელები – თეთრი ფერომჭამელების ანალოგიური გამონაყარი, რომელიც გამოირჩევა შავი საცობების არსებობით  და ჩვეულებრივი ანუ მოზარდის ფერიმჭამელები – კვანძოვანი ხასიათის ანთებითი წარმონაქმნი, რომელიც განლაგებულია სახის, ბეჭთაშუა მიდამოს, გულმკერდის, კისრის კანის თმიან – ცხიმოვანი ფოლიკულების მიდამოში.
მკურნალობა დამოკიდებულია პროცესის სიღრმეზე და მის გავრცელებაზე. მიმე შემთხვევებში – ინიშნება ანტიბიოტიკების განმეორებითი კურსები, იმუნოპრეპარატები, ვიტამინები, დეზინფექციური ადგილობრივი საშუალებები; იზღუდება ცხიმიანი ცხარე საკვები; საჭიროა ნერვულ-ენდოკრინული დარღვევების კორექცია.
პროგნოზი კეთილსაიმედოა; ჩვეულებრივ 20-25 წლის ასაკში აღინიშნება სპონტანური გამოჯანმრთელება. ღრმა ფორმების შემდეგ რჩება ნაწიბურები. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სებორეის მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 9212 times by 4087 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka