სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

ბალანიტი (balanitis) – სასქესო ასოს თავის წვავე (იშვიათად ქვემწვავე) ანთება, რომელიც განპირობებულია ზოგიერთი გამომწვევის (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ფუზოსპირილები, სპიროქეტები და სხ.) ზემოქმედებით. ჩვეულებრივ ვითარდება სასქესო ორგანოების ჰიგიენის დაუცველობის დროს (სმეგმის დაგროვება). ხშირად ანთებითი პროცესი ასოს თავიდან გადადის ჩუჩის შიგნითა ფურცლის კანზე (ბალანოპოსტიტი).
სიმპტომები. დაავადება ხასიათდება ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითაzoon1 ფურცელის შეწითლებით, შეშუპებებისა და ეროზიების განვითარებით. შეშუპებული პრეპურციალური პარკიდან, რომლის მკვეთრი მტკივნეულობაც ხშირად ხელს უშლის სასქესო ასოს თავის გადაწევას (ფიმოზი), გამოიყოფა ნაღებისმსგავსი ჩირქი. ასოს თავის ძალდატანებით გადაწევის შემთხვევაში, ჩუჩა, არც თუ იშვიათად, იჭედება ვენურ ღარში, რის შემდეგადაც სასქესო ასოს თავის ჩასწორება ანთებით პრეპუციულ პარკში ძნელდება მკვეთრი მტკივნეულობის გამო (პარაფიმოზი). შორს წასულ შემთხვევებში შესაძლებელია მძიმე გართულებები სასქესო ასოს განგრენის განვითარებამდეც კი. ბალანიტით (და ბალანოპოსტიტით) ყველა ავადმყოფი საჭიროებს გულდასმით კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევას სიფილისზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1566 times by 943 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka