ლალი დათეშიძე
კუდუსუნის ეპითელური ხვრელი – კანის განვითარების ანომალია – კანის ბრმად დახურული მილოვანი ღრმული დუნდულოებს შორის ნაოჭში, რომელიც შეიცავს ეპითელს, ცხიმსა და თმებს. გასავლის დაცობისას ან მისი დრენაჟის დარღვევის დროს წარმოიქმნება რეტენციული ცისტა, რასაც ერთვის ანთებითი პროცესები და ჩირქოვანი გამონადენი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება პერიოდული ტკივილები და ანთებითი რეაქცია კუდუსუნის არეში და ლორწოვანი-ჩირქოვანი გამონადენი კუდუსუნის სავალიდან; ზოგჯერ მატულობს სხეულის ტემპერატურა, წარმოიქმნება აბსცესები და მრავლობითი ჩირქოვანი ფისტულები.
დიაგნოზის დადგენა ხდება პროცესის დამახასიათებელი ლოკალიზაციით, კუდუსუნის გარეთა სავალის არსებობით, 2-3 სმ-ით ზევით უკანა ტანიდან, დუნდულოებს შორის ნაოჭში. ამასთან, არასოდეს არ ვლიდება ფისტულის კავშირი სწორ ნაწლავთან.
მკურნალობა ქირურგიულია. პროგნოზი კარგია რადიკალური ოპერაციის შემდეგ. კონსერვატიული თერაპია იძლევა მხოლოდ დროებით ეფექტს.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1072 times by 593 viewers



