სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

ეპიდერმოფიტია (epidermophytosis) – კანის სოკოვანი დაავადება. განასხვავებენ საზარდულის ეპიდერმოფიტიასა და ტერფების ეპიდერმოფიტიას.
საზარდულის ეპიდერმოფიტია. გამომწვევია – Epidermophyton floccosum, რომელიც აზიანებს რქოვან შრეს. წყაროა დაავადებულიtineaCruris_43034_lg ადამიანი. გადაეცემა მოხმარების საგნებით; წინასწარგანმწყობი ფაქტორებია მაღალი ტემპერატურა და გარემოს მომატებული ტენიანობა; ჰიპერჰიდროზი. აღინიშნება უპირატესად მამაკაცებში. ჩვეული ლოკალიზაციაა მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით საზარდულ-ბარძაყისა და დუნდულოების შორისი; შესაძლებელია კანის სხვა ნაწილებისა და ტერფის ფრჩხილების დაზიანება. ანთებითი ლაქები მრგვალია, წითელი- მოყავისფერო, განლაგებულია სიმეტრიულად, მკვეთრად გამოყოფილია გარემომცველი კანისგან შეშუპებული ლილვაკით, დაფარული წვრილი ბუშტუკებით, პუსტულებით, ქერქებითა და ქერცლებით. პერიფერიული ზრდის გამო ლაქები ერთმანეთს ერწყმის, წარმოქმნის დიდ კერებს. ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. სუბიექტურად – ქავილი, წვა, მტკივნეულობა, განსაკუთრებით სიარულის დროს.
მკურნალობა. ლორინდენ – !, მიკოზოლონი, 5 – 10%-იანი გოგირდის მაზი; ვილკინსონის მაზი; იოდის 2%-იანი ნაყენი.

ტერფების ეპიდერმოფიტია. გამომწვევია Tr. mentagrophytes var. interdigitale; ლოკალიზებულია ეპიდერმისის რქოვან და მარცვლოვან შრეში, tinpedis1გააჩნია მკვეთრად გამოხატული ალერგიული თვისება. აზიანებს მხოლოდ ტერფების კანსა და ფრჩხილებს, ჩვეულებრივ მოზრდილებში, არაიშვიათად თან ახლავს ალერგიული გამონაყარი – ეპიდერმოფიტიდები. წაშლილი (საწყისი) ფორმა გამოირჩევა ტერფის თითებშუა ნაოჭების კანზე მცირე ნახეთქებითა და მსუბუქი აქერცვლით. სქვამოზური ფორმა ხასიათდება პლასტური აქერცვლით ფეხისგულებზე და თითებშუა ნაკეცებში, ზოგჯერ ჰიპერემიის ფონზე; მკვრივი ქერცლების მნიშვნელოვანი დაშრევება მოგვაგონებს დაკოჟრებას. დისჰიდროზული ფორმა ხასიათდება ბუშტუკების ჯგუფებით, მკვრივი სახურავით, რომლებიც ერთდებიან დიდ მრავალსაკნიან ბუშტებად ფეხისგულებზე, განსაკუთრებით თაღის მიდამოში. გასნისას ჩნდება სველი ეროზიები. ზოგჯერ, ხშირად ზაფხულობით, დისჰიდროზული ეპიდერმოფიტია მიმდინარეობს განსაკუთრებულად მწვავედ; ჰიპერემიულ და შეშუპებულ კანზე შესაძლებელია წარმოიქმნას მსხვილი ბუშტუკები და პუსტულები; პროცესს შესაძლებელია თან დაერთოს ლიმფანგიტი და ლიმფადენიტები, ასევე ზოგადი დარღვევები და გენერალიზებული ეპიდერმოფიტიები.
ინტერტრიგინოზული ფორმა ლოკალიზდება თითებშუა ნაოჭებში არაიშვიათად გადადის ფეხისგულის ახლომდებარე უბნებში; მიმდინარეობს დაოდვილების სახით (მაცერაცია, სველი ეროზია, ქერცლები). ფრჩხილებისEpidermofitiaStop ეპიდერმოფიტიის დროს ვლინდება ყვითელი ზოლები და ლაქები; ნელა მატულობს ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, ფრჩხილის დეფორმაცია და დაშლა. სუბიექტურად: წაშლილი და სქვამოზური ეპიდერმოფიტიის დროს – ქავილი; დისჰიდროზული და ინტერტრიგინოზული დროს – ქავილი, წვა და მტკივნეულობა. აქვს ქრონიკული მიმდინარეობა გამწვავებებით, ჩვეულებრვ წელიწადის თბილ პერიოდში, გასაკუთრებით დახურული ფეხსაცმლის და სინთეზური წინდების ხმარებისას.
დიაგნოზი დადასტურებული უნდა იქნას მიკოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა. მწვავედ განვითარებული მოვლენები იხსნება მწვავე ეგზემის მკურნალობის პრინციპებით, ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები; ფრჩხილების მკურნალობა ტარდება მიკოლოგიურ კაბინეტებში. მძიმე შემთხვევებში – ჰოსპიტალიზაცია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”

Viewed 2250 times by 1111 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka