სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

erythemaNodosum_9573_lgკვანძოვანი ერითემა (erythema nodosum) - დაავადება კანის ღრმა ანგიიტების ჯგუფიდან;  ვლინდება ქვედა კიდურებზე ანთებითი კვანძებით.
ეტიოლოგია ცნობილი არ არის.
პათოგენეზი. კანისა და კანქვეშა ქსოვილის სისხლძარღვების სენსიბილიზაცია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გამომწვევებით. ჩვეულებრივ კვანძოვანი ერითემა ვითარდება ზოგადი ინფექციების ფონზე ან მის შემდეგ (სტრეპტიკოკური ანგინა, ტუბერკულოზი, კეთრი, სიფილისი, მიკოზები და სხვ.). იშვიათად მასენსიბილიზირებელი აგენტს წარმოადგენს მედიკამენტი. არაიშვიათად კვანძოვანი ერითემა შესაძლებელია იყოს სარკოიდოზის კანისმიერი სინდრომი. ზოგჯერ შესაძლებელია წარმოადგენდეს პარანეოპლასტურ სიმპტომს. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია: გაცივება, შეგუბებითი მოვლენები ქვედა კიდურებში, ჰიპერტონული დაავადება.
კლინიკური სურათი. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კვანძოვანი ერითემა ვლინდება სწრაფად განვითაებული გამონაყრითerythemaNodosum_19669_lg წვივებზე მტკივნეული წითელის ფერის, შეშუპებული კვანძების გაჩენით, სიდიდით ბავშვის ხელისგულამდე. აღინიშნება ცხელება 38 – 39 გრადუსამდე, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ზოგჯერ ართრალგიები. კვანძები უკვალოდ ქრება 2-3 კვირის შემდეგ, თანმიმდევრობით იცვლიან შეფერილობას მოლურჯო, მომწვანო, მოყვითალო ფერად. კვანძები არ წყლულდებიან. დაავადება ხშირია ახალგაზრდა ქალებსა და ბავშვებში, ჩვეულებრივ ანგინის გადატანის შემდეგ.
ქრონიკული კვანძოვანი ერითემა (კვანძოვანი ანგიიტი) გამოირჩევა მორეციდივე მიმდინარეობით, წარმოიქმნება უპირატესად საშუალო და ხანდაზული ასაკის ქალებში, არაიშვიათად დამძიმებულია ზოგადი სისხლძარღვოვანი და ალერგიული დაავადებებით, კეროვანი ქრონიკული ინფექციებით. გამწვავებები ხშირია გაზაფხულსა და შემოდგომობით, ხასიათდება ანთებითი, მკვრივი, ზომიერად მტკივნეული, მოლურჯო-მოვარდისფერო ფერის, კაკლის ზომის.კვანძების გაჩენით. ძირითადი ლოკალიზაციაა წვივები, იშვიათად – ბარძაყები. ხშირად აღინიშნება ქვედა კიდურების შეშუპება. ზოგჯერ კვანძები წყლულდება. რეციდივები გრძელდება რამდენიმე თვეს. აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ტუბერკულოზურ ინდურაციულ ერითემასთან.

erythemaNodosum_9575_lg
მკურნალობა: წოლითი რეჟიმი, ანტიბიოტიკები და სხვ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 11764 times by 4984 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka