კუჭის უცხო სხეულები

კუჭის უცხო სხეულები

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კუჭის უცხო სხეულები – გვხვდება ძირითადად ბავშვებში და ფსიქიკურად დაავადებულებში. საგნები შეიძლება იყოს კოვზები, დანები, ჩანგლები, ნემსები, ღილები, მონეტები და სხვ. საგნები. შედარებით პატარა საგნები (2 სმ-მდე) თავისთავად გამოდიან ბუნებრივი გზებით; უფრო დიდი ზომისანი რჩებიან კუჭში. მათი ხანგრძლივი ყოფნა ერთ დონეზე ზოგჯერ იწვევს ზედაპირის დაზიანებასა და პერიტონიტის განვითარებას.

კუჭის უცხო სხეულები – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება მუდმივი, ყრუ ხასიათის ტკივილი ეპიგასტრიუმში, სიმძიმის გრძნობა. გართულებების განვითარების დროს ვლინდება პერიტონული მოვლენები.

კუჭის უცხო სხეულები – დიაგნოზის დადგენა რთული არ არის: ანამნეზი, კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ეფექტურია ფიბროგასტროსკოპია, რომელიც არა მხოლოდ დიაგნოზის დადგენის საშუალებას იძლევა, არამედ უცხო სხეულის ამოღებისაც.

კუჭის უცხო სხეულები – მკურნალობა. უცხო სხეულის ამოღება. თუკი უცხო სხეული გავიდა ნაწლავში და გაჩერდა ერთ დღე-ღამეზე მეტხანს, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. ოპერაცია ტარდება ასევე, როდესაც შეუძლებელი ხდება უცხო სხეულის ამოღება გასტროსკოპით.

ტრიქო – და ფიტობეზოარი წარმოადგენს კუჭის უცხო სხეულს, რომელიც წარმოიქმნება თმების, ან მცენარეული და ხილის კურკების გადაყლაპვისას. ეს უცხო სხეულები კუჭში დიდდებიან და ზოგჯერ აღწევენ მნიშვნელოვან ზომებს. ავადმყოფებს აწუხებთ სიმძიმის გრძნობა, ზეწოლა ეპიგასტრიუმში; ზოგჯერ ბეზოარი პალპირდება მუცლის კედლიდან. მკურნალობა – ამოღება ენდოსკოპის მეშვეობით, წინასწარი დანაწევრების შემდეგ. წარუმატებელი მცდელობების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერციული მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები