ჩირქოვანი მასტიტი


ჩირქოვანი მასტიტი

ჩირქოვანი მასტიტი (suppurative mastitis) – ხასიათდება ინფექციის სწრაფი პროგრესირებით სისხლძარღვთა თრომბოზის, სისხლმომარაგების დარღვევისა და ჯირკვლის ქსოვილის, ცხიმოვანი ქსოვილისა და კანის ნეკროზის პროგრესირებით. ავადმყოფის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ხშირად ვითარდება ღვიძლის უკმარისობა ინტოქსიკაციისა და სეფსისის ფონზე.

ჩირქოვანი მასტიტი – მკურნალობა – სასწრაფო ოპერაცია, ჩირქგროვის გახსნა, ნეკროზული  უბნების ამოკვეთა, ჭრილობის აქტიური დრენირება; მიზანშეწონილია ჰიპერბარული ოქსიგენაციის გამოყენება; ანტიბიოტიკოთერაპია. პროცესის პროგრესირების დროს ნაჩვენებია ჯირკვლის ამოკვეთა (მასტექტომია).

ჩირქოვანი მასტიტი – პროგნოზი სერიოზულია. გართულებები: სეფსისი, სუბპექტორალური ფლეგმონა.

ქირურგიული დაავადებები; მასტიტი 


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..

..