ლალი დათეშიძე
ჩაზრდილი ფრჩხილი – ფრჩხილის ფირფიტის გვერდითი ნაპირის ჩაზრდა ფრჩხილის მორგვის ქვეშ. წარმოქმნის მიზეზია ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ფრჩხილის არასწორად მოჭრა (გვერდითი ზედაპირი ძალიან მოკლედაა წაჭრილი), ბრტყელტერფიანობა. შედეგად გვერდითი ფრჩხილის ფირფიტა ახდენს კანის მორგვის ტრავმირებას, ვითარდება ანთებითი პროცესი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, კოჭლობა; ინფექციის თადართვისას ვლინდება ჩირქოვანი გამონადენი კანის მორგვის ქვევიდან, გრანულაციური ქსოვილის ზრდა.
მკურნალობა. დაჩირქებისა და გრანულაციის ქსოვილის ზრდამდე, შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობის ჩატარება; გამოიყენება სპირტიანი საფენები. ხშირად მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას. ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ ფრჩხილის ფირფიტის ჭარბ ნაზარდს კვეთენ, ფრჩხილის მატრიცას ფხეკენ ბასრი კოვზით ან სკალპელით, ჭარბ გრანულაციას კვეთენ. ანთებითი მოვლენების გამოხატულების მიხედვით, ოპერაციამდე 2-3 დღის განმავლობაში აუცილებელია კალიუმის პერმანგანატიანი აბაზანები, ასევე ნახვევები ანტიბიოტიკებით ან ანტისეპტიკებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა შესაძლებელია დაავადების რეციდივი.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 477 times by 295 viewers



