ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
მუნი – ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია ტკიპა. დასნებოვნება ხდება დაავადებული ადამიანიდან პირდაპირი კონტაქტით ან მისი მოხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1 – 2 კვირაა. კლინიკური გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული დედალი ტკიპის ჩანერგვით
ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც იგი დებს კვერცხებს. დაახლოებით 2 კვირაში, გაივლის რა განვითარების რამოდენიმე სტადიას, კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მწიფე ფორმები, რომლებიც ინერგებიან კანის ახალ უბნებში.
კლინიკური სურათი. მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, განპირობებული ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი პაპულოვეზიკულები და დაავადებისათვის პათოგნომური ,,მუნის გასავლები” – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით სადაც იმყოფება დედალი ტკიპა. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კანის
თხელი ნაზი უბნები (თითებშუა ნაოჭები, სხივ – მაჯის მომხრელი, მუცელი, სასქესო ასო, ბარძაყების შიგნითა ზედაპირი, სარძევე ჯირკვლები). არ ზიანდება სახის კანი და თავის თმიანი ნაწილი. მუნი ხშირად რთულდება პიოდერმიით (ფურუნკულები, ექტიმები, იმპეტიგო).
დიაგნოზი ეყრდნობა ტიპიურ სიმპტომატიკას, ლაბორატორიულ გამოკვლევებს.
მკურნალობა: კანში ანტიპარაზიტული საშუალებების შეზელვა თეთრეულის გამოცვლა. 3 დღის შემდეგ საჭიროა დაბანა და განმეორებით თეთრეულის გამოცვლა. საგნები და საცხოვრებელი საჭიროებენ დეზინფექციას.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 3172 times by 1848 viewers



