მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული  დაავადებები

ტოქსიდერმია (ტოქსიკოდერმია) (toxicodermia) – კანის დაზიანება, რომელიც წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებების შიგნით მიღების, შესუნთქვის ან პარენტერალური შეყვანის შედეგად, რომლებიც წამოადგენენ ალერგენებს და გააჩნიათ ტოქსიკური მოქმედება (ქიმიური აგენტები, ზოგიერთი წამალი და საკვები პროდუქტი).
პათოგენეზი. დაყოვნებული ან დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერერგული რეაქცია, მათი კომბინაცია, ხშირად შერწყმული ტოქსიკოზთან.
სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალგვარია, დამოკიდებულიაToxicodermia ეტილოგიურ ფაქტორსა და ორგანიზმის თავისებურებებზე. წარმოიქმნება ურტიკარული, ქუნთრუშის, წითურას ან წითელასებრი გამონაყარი, ეგზემატოზური გამონაყარი თითქმის ერითროდერმიამდე, ლიქენური გამონაყარი, პურპურა და სხვ. პროცესს ხშირად თან ახლავს ცხელება, ქავილი, ზოგჯერ დისპეფსიური მოვლენები. მედიკამენტოზური ტოქსიკოდერმიის დროს დამახასიათებელია შეშუპებული ლაქების გაჩენა ბუშტუკით ცენტრში, რომელიც ლოკალიზდება უპრატესად პირის ლორწოვანზე და სასქესო ორგანოების კანზე. ეტიოლოგიურ Toxicodermia2ფაქტორებთან განმეორებითი კონტაქტის დროს გამონაყარი წარმოიქმნება ძველ ადგილებზე, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს ახალ ადგილებზეც. სუბიექტურად აღინიშნება წვა; ზოგადი მდგომარეობა დარღვეული არ არის. აღინიშნება ასევე ტოქსიდერმიის მიმდინარეობის მძიმე ვარიანტები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1063 times by 606 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka

baneri