ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
რბილი შანკრი (ulcus molle) – ვენერიული დაავადება, რომელიც ვლინდება ძირითადად მტკივნეული რბილი წყლულებით სასქესო ორგანოებზე. გამომწვევია პეტერსენ-დიუკრეის სტრეპტობაცილა. დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-4 დღე. გამომწვევის ჩანერგვის ადგილზე წარმოიქმნება პუსტულები, რომლებიც სწრაფად გარდაიქმნებიან
წყლულებად. წყლულები ჩვეულებრივ მრავლობითია, მტკივნეული, აქვთ მწვავედ ანთებადი ხასიათი, არასწორი მოხაზულობა, არათანაბარი ღრმა ფსკერი, უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენითა და რბილი კაშკაშა-წითელი კიდეებით. ზოგჯერ ინფექცია აღწევს რეგიოალურ ლიმფურ კვანძებში და რის შედეგადაც ვითარდება ლიმფანგიტები და ლიმფადენიტები ჩირქოვანი ფისტულების წარმოქმნით. 2-3 თვის შემდეგ პროცესი მთავრდება დანაწიბურებით. დასუსტებულ ავადმყოფებში აღინიშნება გახანგრძლივებული მიმდინარეობა.
დიაგნოზი დასტურდება ჩირქოვან გამონაყოფში გამომწვევის აღმოჩენით. მკურნალობა. სულფანილამიდები ან ანტიბიოტიკები (საშუალო დოზებით 10 დღის განმავლობაში), წყლულების დამუშავება კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, დეზინფექციური მაზების სახვევები.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1566 times by 963 viewers



