სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები

1.
მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი

დიდი კამის ნაყოფები

ქვიშის უკვდავას ყვავილები

ბაღის პიტნის ფოთლები

ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი

მწერე აბზინდას ბალახი

10 გრ.

10 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული ნახარში ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
2.
ბაღის პიტნის ფოთლები

მწარე აბზინდას ბალახი

მურყნისებრი ხეჭრილის ქერქი

სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები

საღებავი ენდროს ფესვები

ქვიშის უკვდავას ყვავილები

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

40 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.½-3/4 ჭიქა მიღებული მონახარში ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს დავლიოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
3.
სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვი

მინდვრის ფშნის ეკლის ფესვი

მურყნისებრი ხეჭრილის ქერქი

ბაღის პიტნის ფოთლები

25 გრ.

25 გრ.

25 გრ.

25 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3 ჭიქა მიღებული გამონაცემი ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
4.
ჩვეულებრივი კვლიავიის ნაყოფები

მურყნისებრი ხეჭრილის ქერქი

სამკურნალო ანგელოზას ფესვები

ბაღის პიტნის ფოთლები

სამკურნალო სალბის ფოთლები

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/3-3/4 ჭიქა მიღებული მონახარში ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს დავლიოთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
5.
ქვიშის უკვდავას ყვავილები

ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი

მწარე აბზინდას ბალახი

დიდი კამის ნაყოფი

ბაღის პიტნის ფოთლები

30 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

20 გრ.

2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი, დავაყოვნოთ 8 საათის განმავლობაში, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე ნაღველკენჭო­ვანი დაავადების დროს დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ.
6.
ქვიშის უკვდავას ყვავილები

სიმინდის ულვაში

სააფთიაქო გვირილას ყვავილები

სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები

დიდი კამის ნაყოფები

მწარე აბზინდას ბალახი

სამკურნალო გულყვითელას ყვავილები

ბაღის პიტნის ბალახი

ჩვეულებრივი ასფურცელას ყვავილები

დიდი ქრისტესისხლას ბალახი

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2-1/3 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, ნაღველკენჭოვანი და ნაღველის გამომყოფი გზების დაავადების დროს.
7.
დიდი ქრისტესისიხლას ბალახი

იაჟუჟუნას ბალახი

ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები

სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები

ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი

სიმინდის ულვაში

დასვრეტილი კრაზანის ბალახი

10 გრ.

10 გრ.

10 გრ.

20 გრ.

15 გრ.

15 გრ.

20 გრ.

1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/4-1/3 ჭიქა მიღებული მონახარში ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს დავლიოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

Viewed 784 times by 459 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka