აბსცესი

აბსცესი  კაფსულით შემოსაზღვრული ჩირქგროვა, რომელიც წარმოიქმნება მწვავე ან ქრონიკული კეროვანი ინფექციის შედეგად და იწვევს ქსოვილთა დაშლას დაზიანებულ კერაზე. ვითარდება ქსოვილში მიკრობების შეჭრის (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პროტეუსი და სხვ.), გართულებული პნევმონიის (ფილტვის აბსცესი), ან ჩირქოვანი პროცესის გამომწვევის გავრცელებით სისხლით ან ლიმფის გზით.

აბსცესი შეიძლება წარმოიქმნას სამკურნალო ნივთიერებების შეყვანის ადგილზე, ასეპტიკის დაუცველობის გამო.

 ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..