გოგირდის საცობი

გოგირდის საცობი
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გოგირდის საცობი (earwax) – ყურის გოგირდის დაგროვება სასმენ მილში მასში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების მომატებული სეკრეციის შედეგად.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ყურის გოგირდი ჩნდება წებვადობის, ასევე გარეთა სასმენი მილის დაკლაკნილობისა და სივიწროვის, მისი კედლების გაღიზიანების გამო.
გოგირდის საცობი თავდაპირველად რბილია, შემდეგში მკვრივდება და ზოგჯერ ქვავდება. ის შეიძლება იყოს ღია ყვითელი ფერიდან მუქ მოყავისფრომდე.

სიმპტომები, მიმდინარეობა

თუკი გოგირდის საცობი მთლიანად არ ხურავს სასმენი მილის სანათურს, იგი არ იწვევს არანაირ დარღვევებს. სანათურის სრული დახურვის დროს ვლინდება ყურის დაცობისa და სმენის დაქვეითების შეგრძნება, ავტოფონია. ეს დარღვევები წარმოიქმნება უეცრად, ხშირად სასმენ მილში წყლის მოხვედრისას ან ყურში ასანთის ღერით მანიპულაციისას.
გოგირდის საცობმა შესაძლოა გამოიწვიოს ასევე სხვა დარღვევებიც, თუკი იგი ზეწოლას ახდეს სასმენი მილის კედელზე და დაფის აპკზე.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დადგენა ხდება ოტოსკოპიით.

მკურნალობა

საცობს იღებენ თბილი წყლიანი გამორეცხვით. ზოგჯერ საჭიროა საცობის წინასწარი დარბილება; ამისათვის ყურში აწვეთებენ გამთბარ (370C-მდე) ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარს (სოდის) 10-15 წუთით 2-3 დღის განმავლობაში.
აუცილებელია ავადმყოფის გაფრთხილება, რომ საცობის გაფუების შემთხვევაში ხსნარის ზემოქმედებით სმენა დროებით შეიძლება გაუარესდეს. ყურს ამორეცხავენ ჟანეს შპრიცით.

გოგირდის საცობილალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👂 გოგირდის საცობი – ყურის გოგირდის დაგროვება სასმენ მილში მასში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების მომატებული სეკრეციის შედეგად
🔘 თუკი გოგირდის საცობი მთლიანად არ ხურავს სასმენი მილის სანათურს, იგი არ იწვევს არანაირ დარღვევებს
🟠 სანათურის სრული დახურვის დროს ვლინდება ყურის დაცობისა და სმენის დაქვეითების შეგრძნება, ავტოფონია
🩺 დიაგნოზის დადგენა ხდება ოტოსკოპიით
💦 საცობს იღებენ თბილი წყლიანი გამორეცხვით
🧪 ზოგჯერ საჭიროა საცობის წინასწარი დარბილება. ზოგჯერ საჭიროა საცობის წინასწარი დარბილება. ამისათვის ყურში აწვეთებენ გამთბარ ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარს 10-15 წუთით 2-3 დღის განმავლობაში
👉 შეიტყვეთ მეტი ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3vlutOK
#გოგირდისსაცობი #გოგირდისსაცობისნიშნები #გოგირდსისაცობისსიმპტომები #გოგირდიყურებში #გოგირდისსაცობისმკურნალობა #გოგირდისსაცობისდიაგნოსტიკა #სმენისდაკარგვა #შუილიყურებში #ყურისტკივილი #სისავსისშეგრძნებაყურისარხში #ქავილიყურისარხში #გამონადენიყურიდან #ხველა #თავბრუსხვვევა #სუნიყურისარხიდან #ყურშიგოგირდისდაგროვება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian