ჭრილობა

ჭრილობა (wound) – ქსოვილთა მექანიკური დაზიანება მათი მთლიანობის დარღვევით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

შეხორცების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ჭრილობის ნაპირების მდგომარეობას. განასხვავებენ შემდეგი სახის ჭრილობებს: ნაჩხვლეტი, ნაკვეთი, ნაკეპი, ნაჟეჟი, გლეჯილი, ნაკბენი, ცეცხლნასროლ ჭრილობებს.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ვლინდება კანის დეფექტი, ტკივილი და სისხლდენა. რაც უფრო ბასრია დამჭრელი საგანი და რაც სწრაფად მოქმედებს დამჭრელი ძალა, მით ნაკლებია ტკივილი. ტკივილის გამოხატულება დამოკიდებულია დაზიანებული მიდამოს ინერვაციაზე (მაქსიმალური მტკივნეულობა აღინიშნება სახეზე, შორისში, სასქესო ორგანოებზე).
თუკი არ განვითარდა ანთების მოვლენები, ტკივილი 2-3 დღეში გაივლის. რაც უფრო ბასრია დამჭრელი ინსტრუმენტი, მით ძლიერად სისხლმდენია ჭრილობა. შესაძლოა სისხლდენა არ იყოს გარეგანი და ასეთ დროს ფორმირდება გავრცელებული ჰემატომები.
ჭრილობების შეხორცება ხდება პირველადი და მეორადი დაჭიმვით.

მკურნალობა

გაურთულებელი და მცირე ფართისა და სიღრმის ჭრილობების დროს ჭრილობის დამუშავება შესაძლებელია პოლიკლინიკის პირობებში.
ტარდება ჭრილობის პირველადი დამუშავება ნეკროტიზირებული უბნების ამოკვეთით, რის შემდეგაც ჭრილობას გაკერავენ.
რიგ შემთხვევებში, ღრმა ჭრილობების დროს ნაჩვენებია ჭრილობის დრენირება და ნაკერების დადება კანზე. სისხლდენით, კუნთების, 
მყესებისა და ნერვების დაზიანებით მიმდინარე ჭრილობების, ასევე გულმკერდის, მუცლის ჭრილობების დროს ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია.

პროგნოზი

დამოკიდებულია ჭრილობის დამუშავების ვადებზე და თანდართული გართულებების ხასიათზე.

ჭრილობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩹 ჭრილობა – ქსოვილთა მექანიკური დაზიანება მათი მთლიანობის დარღვევით
🔎 განარჩევენ შემდეგი სახის ჭრილობებს:
✔️ ნაჩხვლეტი;
✔️ ნაკვეთი;
✔️ ნაკეპი;
✔️ ნაჟეჟი;
✔️ გლეჯილი;
✔️ ნაკბენი;
✔️ ცეცხლნასროლი
🩸 ჭრილობის დროს ვლინდება კანის დეფექტი, ტკივილი და სისხლდენა
🔪 რაც უფრო ბასრია დამჭრელი საგანი და რაც სწრაფად მოქმედებს დამჭრელი ძალა, მით ნაკლებია ტკივილი
🕖 თუკი არ განვითარდა ანთების მოვლენები, ტკივილი 2-3 დღეში გაივლის
👉 გაიგეთ მეტი ჭრილობის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3OE8GcT
#ჭრილობა #დახურულიჭრილობა #ღიაჭრილობა #როგორდავამუშავოთჭრილობა #პირველადიდახმარებაჭრილობისდროს #სისხლდენა #ღრმაჭრილობა #ნაჩხვლეტი #ნაკვეთი #ნაკეპი #ნაჟეჟი #გლეჯილი #ნაკბენი #ცეცხლსასროლიჭრილობა #კანისმექანიკურიდაზიანება #ქსოვილისდაზიანება #ანთება #ჭრილობისდამუშავება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian