აბსტინენცია

აბსტინენცია – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ტოქსიკომანიური დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების მიღების (შეყვანის) შეწყვეტით. ხშირად აღინიშნება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს. მიმდინარეობს თავის ტკივილით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით; შესაძლებელია თან ახლდეს ჰალუცინაციები.