სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ანტრიტი (antritis) – ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება  ძილიანობა ან პირიქით, ბავშვი მოუსვენრადაა, ხშირად ტირის, ცუდად სძინავს და წოვს, წონაში კლებულობს, კანი ფერმკრთალია, მორუხო ფერის ან ციანოზურია, გულის ტონები მოყრუებულია, პულსი გახშირებულია, სხეულის ტემპერატურა მომატებულია (38-39 0 С), ხშირად კი სუბფებრილური ან ნორმალურია. სისხლში ვლინდება ლეიკოციტოზი (ნეიტროფილოზი), თეთრი ფორმულის მარცხნივ გადახრით. დიაგნოსტირებაში ექიმს ეხმარება ტიმპანოპუნქცია, პარაცენტეზი, ანტროპუნქცია, რეტგენოლოგიური გამოკვლევა.
მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია, მიკროფლორის მგრძნობელობის დადგენით. ზოგჯერ საჭირო ხდება ანტროტომია ადგილობრივი ანესთეზიით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 557 times by 323 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka