ლალი დათეშიძე
სახსრების პანარიციუმი (articular panaritium) – ფალანგთშუა სახსრის სასახსრე აბგის დაჩირქება. დამახასიათებელია მკვეთრი ტკივილის სინდრომი, მაღალი ტემპერატურა; თითი გაბერილი და მკვეთრად მტკივნეულია, გამოხატულია მტკივნეულობა თითის ღერძზე დაკაკუნებისას. ზონდით გამოკვლევისას აღინიშნება მტკივნეულობა არა მხოლოდ სახსრის დონეზე მყესის ბუდის ზონაში, არამედ სხვა პარაარტიკულურ ქსოვილებში. აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის გამოსარიცხავად.
მკურნალობა კონსერვატიულია მხოლოდ საწყის სტადიაში – სახსრის პუნქცია მასში ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების შეყვანა, მტევნისა და თითის იმობილიზაცია ფუნქციური მდგომარეობაში. პანარიციუმის შორს წასულ შემთხვევებში და კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის დროს ნაჩვენებია ოპერაცია (ართროტომია, სახსრის ღრუს დრენირება). პროგნოზი სერიოზულია, თითის ფუნქცია ხშირად დარღვეულია.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 388 times by 208 viewers



