ლალი დათეშიძე
მყესების პანარიციუმი (thecal whitlow) – შედეგია კანქევშა პანარიციუმის არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობისა. გამოხატულია ტკივილის სინდრომი, თითი მკვეთრად შეშუპებული და მტკივნეულია, მოხრილია ხელისგულისაკენ, თითის გაშლა იწვევს ძლიერ ტკივილის; ტემპერატურა მაღალია. ზონდით პალპაციისას აღინიშნება მტკივნეულობა მყესის ბუდის მიმართულებით. აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ოპერაციული მკურნალობისათვის. ოპერაციის დაგვიანება იწვევს მყესების ნეკროზს თითის ფუნქციის დაკარგვით. განსაკუთრებით სახიფათოა პირველი და მეხუთე თითი, მტევნის ფლეგმონის განვითარების გამო, რასაც მოჰყვება ჩირქის შემდეგომი გაღწევა წინამხარზე. ოპერცია ტარდება ნარკოზით. კეთდება განაკვეთი თითის გვერდით ზედაპირებზე მყესის ბუდის გახსნით. მყესის სისცოცხლისუნარიანობის შემთხვევაში შესაძლებელია ბუდის დრენირება მიკროირიგატორით, ხოლო მყესის სიცოცხლისუუნარობისას – საჭიროა ნეკროზირებული უბნების ამოკვეთა. ოპერაციის შემდეგ ნაჩვენებია მტევნისა და წინამხრის იმობილიზაცია; ყოველდღიურად კონტროლდება ჭრილობის მდგომარეობა.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 533 times by 266 viewers



