სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ნევრიტი კოქლეარული (სასმენი მილის ნევრიტი) (cochlear neuritis)
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება, რომელიც ვლინდება სმენის დაქვეითებითა და ხმაურის შეგრძნებით ერთ ან ორივე ყურში. მიზეზები მრავალგვარია; მათგან მნიშვნელოვანია: დაავადებები (გრიპი, ეპიდემიური პაროტიტი, ეპიდემიური მენინგოკოკური მენინგიტი, ტიფი, წითელა, ქუნთრუშა და სხვ.), ათეროსკლეროზი, ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის დაავადებები, სამკურნალო პრეპარატებით (ქინინი, სალიცილატები, სტრეპტომიცინი, ნეომიცინი და სხვ.), ნიკოტინით, ალკოჰოლით, მინერალური შხამებით (დარიშხანი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ფოსფორი) ინტოქსიკაცია, ასევე ხმაური და ვიბრაციული ტრავმა.
დიაგნოზის დადგენა ხდება აუდიოლოგიური გამოკვლევით.

მკურნალობა. მწვავე კოქლეარული ნევრიტის დროს საჭიროა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია, რათა მიღებული იქნას ყველა საჭირო ღონისძიებები სმენის აღსადგენად. თუკი ნევრიტი წარმოიქმნება გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგად ან მის დროს, ინიშნება ანტიბაქტერიული საშუალებები და სხვ. ე. წ. ქრონიკული კოქლეარული ნევრიტის დროს მკურნალობა ნაკლებეფექტიურია. სმენის გამოხატული დაქვეითების დროს გამოიყენება პროთეზირება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 817 times by 431 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka