ლალი დათეშიძე
მისი გამოწვევისათვის აუცილებელი არ არის ძალიან დაბალი ტემპერატურა, საკმარისია სითბოს დიდი ხარისხით დაკარგვა დროის ერთეულში. დიდი მნიშვნელობა აქვს ქარსა და სინოტივეს. გადაცივებულ ქსოვილებში ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა და ჟანგბადზე მოთხოვნილება. ნივთიერებათა მინიმალური ცვლა თავდაპირველად საკმარისია უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. დაზიანებული ქსოვილების პასიური გათბობის შედეგად სწრაფად ხდება ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება და ჟანგბადის მოხმარების გაზრდა, თუმცა სპაზმირებულ არტერიებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ასეთი მოთხოვნილება. ამის შედეგად ვითარდება ჰიპოქსია ქსოვილთა ნეკროზით. გაყინულ ქსოვილებში მხოლოდ სისხლმიმოქცევის აღდგენის შემდეგაა შესაძლებელი განისაზღვროს ნეკროზული ცვლილებების სიღრმე და ხარისხი. ,,მომენტალური მოყინვა” წარმოიქმნება ძლიერად გაყინულ საგნებთან უშუალო კონტაქტის დროს. გათბობის შემდეგ ქსოვილები საკმაოდ სწრაფად აღიდგენენ საკუთარ ფუნქციას.
გამოყოფენ მოყინვის 4 ხარისხს: I ხარისხი – გაყინვა ხანგრძლივობით 40 – 60 წუთი, ზიანდება მხოლოდ კანი. გათბობასთან ერთად ვითარდება ჰიპერემიის ფაზა, შეშუპება. 1 – 2 კვირის შემდეგ სიმპტომები ქრება, რჩება მხოლოდ მომატებული მგრძნობელობა სიცივისადმი. ხშირად ხელებსა და ფეხებზე წარმოიქმნება მტკივნეული მოლურჯო-წითელი ფერის შეშუპებები; II ხარისხი – სისხლძარღვთა სპაზმი უფრო გამოხატული და გავრცელებულია. ქსოვილოვანი ჰიპოქსია იწვევს პლაზმის გამოსვლას სისხლძარღვებიდან სეროზულ-სისხლიანი შემცველობის ბუშტების წარმოქმნით; III-IV ხარისხი – კანქვეშა ქსოვილის ნეკროზი; IV ხარისხი – მყესების, კუნთების, ძვლების ნეკროზი. საბოლოოდ ნეკროზის სიღრმე შეიძლება დადგინდეს მხოლოდ 4 – 6 დღის შემდეგ. III-IV ხარისხის ვრცელი მოყინვის შემდეგ 1 -2 კვირის განმავლობაში აღინიშნება სხეულის ტემერატურის მომატება 38 °С-მდე, ლეიკოციტოზი. თითების ნეკროზული მოყინვა გრძელდება 3 – 4 კვირა, ტერფების – 2-3 თვე.
მკურნალობა. საჭიროა ავადმყოფის მოთავსება ცხელ აბაზანაში, ტარდება გადასხმები, კეთდება თბილი ოყნები. ადგილობრივად – მსუბუქი დაზელვა (ხელით); კანის დაზელვა სპირტით ან ანტისეპტიკებით. ასეპტიკური ნახვევი, სპაზმოლიტიკები, სისხლძარღვოვანი ანალეპტიკები III- IV ხარისხის მოყინვის დროს ნაჩვენებია ნეკრექტომია.
პროგნოზი სერიოზულია.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 722 times by 368 viewers



