სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

როგორც წესი, ხვდება საკვებთან (თევზის ფხა, მარცვლეულის კანი, ხის ნაჭრები და სხვ.), იშვიათად შეიძლება იყოს კბილის პროთეზი, ლურსმნები და სხვ. საკვების დიდი ნაჭრები არასაკმარისი დაღეჭვისა და სწრაფი გადაყლაპვის დროს შესაძლოა გაიჩხირონ საყლაპავზე, დახურონ ხორხში შესასვლელი და გამოიწვიონ ასფიქსია. უცხო სხეულების მოხვედრას ხელს უწყობს ასევე ლაპარაკი, სიცილი ჭამის დროს. ხშირად უცხო სხეულები იჭედებიან ხახის, ნუშების მიდამოში და ენის ძირში, იშვიათად – ხახის სხვა ნაწილებში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. უცხო სხეულის შეგრძნება ყელში, ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. დიდი ზომის უცხო სხეულის დროს ირღვევა მეტყველება და სუნთქვა. სხეულის ხანგრძლივად გაჩერების დროს ვითარდება ანთებითი პროცესი, ზოგჯერ ფლეგმონის განვითარებით.
დიაგნოზის დადგენა ხდება ხახის დათვალიერებით, პალპაციითა და რენტგენოლოგიური გამოკვლევით (მეტალის საგნები). არაიშვიათად ავადმყოფები უჩივიან ყელში უცხო სხეულის შეგრძნებას, ხოლო ხახის დათვალიერებით  ჩანს მხოლოდ ტრავმები.
მკურნალობა. უცხო სხეულები ამოაქვთ პინცეტით ან სხვა ხელსაწყოებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 475 times by 264 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka