ლალი დათეშიძე
ხორხში უცხო სხეული იშვიათად იჭედება; ძირითადად აღინიშნება ბავშვებში. ხორხში ჩვეულებრივ ვლინდება ბასრი, მახვილკიდეეებიანი უცხო სხეულები (თევზისა და ხორცის ძვლები, კაკლის ნაჭუჭი, კვერცხის ნაჭუჭი და სხვ.), ასევე შედარებით მსხვილი საგნები, რომლებიც იჭედებიან ყიაში ან ნაოჭქვეშა სივრცეში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამოკიდებულია უცხო სხეულის სიდიდეზე და ლოკალიზაციაზე. განსაკუთრებით ხშირი ნიშნებია -ძლიერი ხველის შეტევები, ტკივილი ხორხში, ხმის ჩახლეჩა აფონიამდე. ყიის დახურვის ხარისხის მიხედვით ან ნაოჭქვეშა სივრცის თანდართული შეშუპებისას წარმოიქმნება სუნთქვის დარღვევა ან ვითარდება ასფიქსია.
მკურნალობა. საჭიროა ხორხის ყურადღებით დათვალიერება და უცხო სხეულის სასწრაფოდ ამოღება. ხორხის გამოხატული სტენოზის დროს ნაჩვენებია ტრაქეოტომია.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 959 times by 454 viewers



