ლალი დათეშიძე
ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები – შეიძლება იყოს ნებისმიერი მცირე ზომის საგანი: მზესუმზირისა და საზამთროს თესლები, ღილები, ქინძისთავები, ლურსმნები, ჭიკარტები და სხვ. ხშირია ბავშვებში; ხვდება პირის ღრუდან ღრმად ჩასუნთქვის დროს. ზოგჯერ უცხო სხეულები შესაძლებელია მოხვდნენ ქვედა სასუნთქ გზებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ხელშემწყობი ფაქტორებია სიცილი, ხველა, ძილი, გულის წასვლა, დათრობა, ხველის რეფლექსის შესუსტება.
სიმპტომები, მიმდინარეობა დამოკიდებულია უცხო სხეულის თვისებებზე, მის ფორმაზე, სიდიდეზე, ადგილმდებარეობაზე, ასევე ავადმყოფის ასაკზე და მის ინდივიდუალურ თვისებებზე. ასპირაციის დროს დგება ყიის რეფექტორული სპაზმი, წარმოიქმნება მოხრჩობის შეგრძნება, კანის მკვეთრი ციანოზი და ხშირად გონების დაკარგვა. ხუთვა შედარებით სწრაფად გაივლის და წარმოიქმნება ძლიერი ხველა.
ტრაქეის (სასულეს) უცხო სხეულები – ტრაქეის უცხო სხეულები, როგორც წესი, ფიქსირებული არ არინ და გადაადგილდებიან. ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე მოხვედრისას წარმოიქმნება ხველის შეტევა, უცხო სხეული ზევით ვარდება, ხვდება ყიის ქვედა ზედაპირზე და მაშინ მოსმინება დამახასიათებელი ტკაცანა ხმა; გარდა ამისა, უცხო სხეულის გადაადგილების დროს ზოგჯერ იგი იჭედება ყიაში. ეს კი იწვევს ხუთვას. განსაკუთრებით საშიშია უცხო სხეულები, რომლებიც ფუვდებიან (ლობიო, ბარდა) და იწვევენ ტრაქეის სანათურის ობტურაციას.
ბრონქების უცხო სხეულები - შემთხვევათა 80%-ში უცხო სხეული ხვდება მარჯვენა ბრონქში, რომელიც წარმოადგენს ტრაქეის თითქმის პირდაპირ გაგრძელებას. დამახასიათებელია ქოშინი და ხველა. თუკი ერთ – ერთი ფილტვი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაშინ ქოშინი არამკვეთრადაა გამოხატული. ერთ – ერთი მთავარი ბრონქის სანათურის სრული ობტურაციის დროს წარმოიქმნება ფილტვის ატელექტაზი. მეორე ფილტვი ფართოვდება ემფიზემატოზურად. ზოგჯერ უცხო სხეულმა შესაძლოა შეასრულოს სარქველის როლი: ჩასუნთქვის დროს ჰაერი თავისუფლად გადის ბრონქში, ხოლო ამოსუნთქვა გაძნელებულია. ასეთ დროს ვითარდება ემფიზემა. დიაგნოსტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა. ტრაქეიდან უცხო სხეულის სასწრაფოდ ამოღება; თუკი ეს ვერ ხერხდება, მაშინ მიმართავენ ტრაქეოტომიას, უცხო სხეულის შემდგომი ამოღებით. ბრონქიდან უცხო სხეულს იღებენ ბრონქოსკოპიის დახმარებით.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 382 times by 209 viewers



