სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ცხვირის ძგიდის ჰემატომა – ცხვირის ტრავმები ხშირად მიმდინარეობენ ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა გარსში სისხლჩაქცევითა და ჰემატომის წარმოქმნით. შემდეგში ჰემატომის ინფიცირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს აბსცესი.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის მკვეთრი გაძნელება; ცხვირის ძგიდის აბსცესის განვითარების დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი. წინა რინოსკოპიით ვლინდება რბილი, პარკისებური, წითელი ფერის გამობერილობები. ცხვირის ძგიდის ხრტილის ჩირქოვანი გალღობის დროს აღინიშნება ცხვირის ზურგის ჩავარდნა.
მკურნალობა. ჰემატომის დროს – სისხლის ამოქაჩვა და ცხვირის ტამპონადა, აბსცესის დროს – მისი ფართო გახსნა და ცხვირის ღრუს ტამპონადა, ანტიბიოტიკოთერაპია; ჩავარდნილ ცხვირის ზურგს ასწორებენ ქირურგიულად (პლასტიკური ოპერაციები)

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
  4. http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net

Viewed 1223 times by 603 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka