სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

განვითარების ამ მანკის დროს მუცლის ღრუს ორგანოები (ღვიძლი, ნაწლავის მარყუჟები) განლაგებულნი არიან ჭიპის გარსებში. ზომების მიხედვით განასხვავებენ მცირე (5 სმ-მდე დიამეტრის), საშუალო (10 სმ-მდე) და დიდი ზომის (10 სმ-ზე მეტი) ემბრიონულ თიაქრებს. ბავშვების დაახლოებით 30%, რომლებიც დაიბადნენ ემბრიონალური თიაქრებით, აღენიშნებათ ემბრიოფეტოპათიები (დღენაკლულობა, კომბინირებული ანომალიები). დაბადებიდან პირველივე საათებში ჭიპის გარსები, რომლებიც წარმოქმნიან თიაქრის პარკს, მბზინავი, გამჭირვალე, მოთეთრო ფერისაა. თუმცა, რამდენიმე დღეში ისინი შრებიან, მუქდებიან. საშიში გართულებაა გარსების გაგლეჯა მშობიარობის დროს, ანთება პერიტონიტის განვითარებით. ემბრიონული თიაქრის აღმოჩენისას აუცილებელია ბავშვის სასწრაფო გადაყვანა სამშობიაროდან ქირურგიულ სტაციონარში. მანამდე ჭიპის გარსებს ამუშავებენ სპირტით. ახალშობილს ახვევენ სტერილურ საფენებში, ათავსებენ სპეციალურ კიუვეზში, სათბურებით.
მკურნალობა: მცირე და საშუალო თიაქრებისა და ბავშვის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს ოპერაციულია. დიდი  ზომის ემბრიონულ თიაქარს მკურნალობენ კონსერვატიულად: გარსებს ამუშავებენ დღეში 2-3-ჯერ 5%-იანი კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, შემდეგ კი ადებენ სტერილურ სახვევებს. წარმოქმნილი სტრუპის ქვეშ ვითარდება გრანულაცია, რომელიც შემდეგში ეპითელიზდება. შედეგად ფორმირდება ვენტრალური თიაქარი, რის გამოც ოპერაცია ტადება უკვე  3-5 წლის ასაკში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 803 times by 381 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka