სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

მუკოცელე (პიოცელე) შუბლის წიაღის (mucocele) – ცხვირის დანამატი წიაღების ცისტური გაფართოება. გამომტანი ხვრელის დახურვა ხშირად განპირობებულია ტრავმით, იშვიათად სიმსივნით, ცხვირის ძგიდის გამრუდებით. წიაღში დაგროვილი შიგთავსი (ლორწოვანი, იშვიათად ჩირქოვანი). იწვევს ძვლოვანი კედლების გათხლებასა და გაჭიმვას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება დასაწყისში მიმდინარეობს უსიმპტომოდ; ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან თავის ტკივილს, უპირატესად შუბლის არეში. შუბლის წიაღის დაზიანების დროს თვალის კაკალი გადანაცვლებულია ქვევით და გარეთ, ცხავის წიაღის მუკოცელის დროს – წინ და გარეთ, ხოლო ძირითადი წიაღის დაზიანებისას – წინ; შემდგომში ვითარდება ცრემლდენა, მხედველობის ნერვის დისკოს ატროფია, ზოგჯერ რქოვანას დაწყლულება. წარმონაქმნის ზემოთ კანის საფარველი შეცვლილი არ არის; მასზე თითის დაჭერით ისმის პერგამენტისებრი ტკაცანი. დიაგოსტიკისათვის გამოიყენება დიაფანოსკოპია, რენტგენოგრაფია. მკურნალობა ქირურგიულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 739 times by 357 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka