სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ოზენა (მყრალი სურდო) (ozena) – ცხვირის ღრუს ქრონიკული დაავადება; ხასიათდება  ლორწოვანი გარსის მკვეთრი ატროფიით, სქელი გამონადენის წარმოქმნით, რომელიც შრება და წაროქმნის ცუდსუნიან ქერქებს, ასევე ნიჟარების ძვლოვანი ქსოვილისა და ცხვირის კედლების განლევით. გვხვდება 2-3-ჯერ უფრო ხშირად ქალებში; ზოგჯერ ერთდოულად აღინიშნება ოჯახის რამდენიმე წევრში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება ნელა, თანდათანობით, ზოგჯერ ატროფული პროცესის გადასვლით ხახის, ხორხის, ზოგჯერ კი ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვან გარსზე. ავადმყოფები უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, მტანჯველ სიმშრალესა და ქავილს ცხვირში, ყნოსვის მკვეთრ შესუსტებას ან სრულ არარსებობას. ცხვირიდან სუნი ძალზე შესამჩნევია გარშემომყოფთათვის (თვითონ ავადმყოფები ვერ გრძნობენ). ავადმყოფები ხშირად დათრგუნულნი არიან; ცხვირიდან არასასიამოვნო სუნის გამო ისინი გაურბიან ურთიერთობას ადამიანებთან.
დიაგნოზის დადგენა ხდება ავადმყოფის დამახასიათებელი ჩივილებით, ცხვირის ლორწოვანის მკვეთრი ატროფიისა და ცხვირში ცუსდსუნიანი ქერქების არსებობით.
მკურნალობა სიმპტომატურია და მიმართულია ქერქების გარბილებისა და მოხსნისაკენ, ასევე ცხვირის ღრუში სიმშრალის ლიკვიდაციისაკენ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 626 times by 329 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka