სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

სასის ნუშების ჰიპერტროფია – ხშირად შერწყმულია ადენოიდებთან. გვხვდება ბავშვთა ასაკში; ასაკთან ერთად ჰიპერტროფიული ნუშები შესაძლოა დაექვემდებარონ უკუგანვითარებას.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვლინდება სუნთქვის, მეტყველების, საკვების გადაყლაპვის გაძნელებით. მექანიკური წინააღმდეგობის გამო შესაძლებელია წარმოიქმნას რეფლექტორული ხველა ღამით, განსაკუთრებით ბავშვებში. ეს ბავშვები მძიმედ იტანენ ქუნთრუშას, დიფთერიას. ფარინგოსკოპიით ჩანს, რომ სასის ნუშები მკვეთრად გადიდებული, მოვარდისფეროა, შპატელით დაჭერისას რბილია, გამოდიან სასის რკალებიდან ღებინებითი მოძრაობების დროს, ერთმანეთთან შეხებით ხურავენ ხახას. დამახასიათებელია, რომ ბავშვებში ანთებითი მოვლენები ასეთ ნუშებში არ აღინიშნება.
მკურნალობა. ტუტე და შემკვრელი ნივთიერებებით გამოვლება, იოდგლიცერინით დამუშავება; ზოგადგამაკაჟებელი მკურნალობა – ვიტამინთერაპია, კლიმატური მკურნალობა. კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის დროს ტარდება ტონზილექტომია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 564 times by 364 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka