სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

პანარიციუმი (panaritium) – ხელის, და იშვიათად ფეხის თითების ქსოვილთა მწვავე ჩირქოვანი ანთება. ხელისგულის ზედაპირზე თითის კანი შეერთებულია ხელისგულის აპონევროზთან მკვირივი მყესოვანი ჭიმებით, რომელთა შორის მდებარეობს ცხიმოვანი ქსოვილის გროვა. კანის ანთებითი დაზიანების, ან ტრავმების დროს ანთება სწრაფად ვრცელდება შემაერთელებელქსოვილოვანი ჭიმებით ქსოვილის სიღრმეში: მყესებში, ძვლოვან წარმონაქმნებში, სახსრებში. გარდა ამისა, ექსუდატის დაგროვება დახურულ სივრცეებში იწვევს სისხლმიმოქცევის დარღვევას და ქსოვილთა ნეკროზის სწრაფ განვითარებას. პანარიციუმი ხშირად წარმოიქმნება მცირე ტრავმების დროს. პანარიციუმის გახანგრძლივებულ მიმდინარეობას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, სისხლმიმოქცევის ქრონიკული დარღვევები.

კანის პანარიციუმი – ჩირქის დაგროვება კანის ეპიდერმისში შემოფარგლული ბუშტის სახით. კანის უბნის გაკვეთა იწვევს სწრაფ განკურნებას; მისი ჩატარება შესაძლებელია გაუტკივარების გარეშე, ეპიდერმისის პინცეტით აწევისას. ზოგჯერ კანის გაკვეთის შემდეგ ვლინდება ფისტულა; მის ირგვლის ქსოვლებზე დაჭერისას მისგან გამოედინება ჩირქი. ასეთ დროს ლაპარაკობენ კანქვეშა პანარიციუმზე ეპიდერმისში გასვლით; მას მკურნალბენ როგორც კანქვეშა პანარიციუმს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 863 times by 384 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka