სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ხორხის პარეზები და დამბლები – წარმოიქმნება კუნთებში ანთებითი და დეგენერაციული პროცესების ან ხორხის მაინერვირებელი ნერვების, ტვინოვანი ცენტრებისა და გამტარი გზების ფუნქციის დარღვევების შედეგად. მიოპათიური პარეზები ან დამბლები განპირობებულია ხორხის კუნთებში არსებული ცვლილებებით და აღინიშნება მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის, ზოგიერთი სხვა ინფექციური დაავადებების (დიფთერია, ტიფი, გრიპი, ტუბერკულოზი) დროს, ასევე ხმის მკვეთრი გადაძაბვის შედეგად. როგორც, წესი არის ორმხრივი და მიმდინარეობს ხორხის მბგერავი კუნთის დაზიანებით. ნევროპათიური პარეზები ან დამბლები შეიძლება იყოს პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის. ცენტრალური პარეზები ან დამბლები ხშირად ვითარდება ბულბური ტაბესური დაზიანებისა და ისტერიის დროს. პერიფერიული პარეზები ან დამბლები დამოკიდებულნი არიან ცთომილი ნერვის ტოტების ფუნქციის დარღვევაზე. ამ ნერვების ფუნქციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმები, სხვადასხვა ანთებითი, სიმსივნური და სხვა პათოლოგიური პროცესები კისრისა და გულმკერდის არეში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხმის ჩახლეჩა თითქმის აფონიამდე. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბეჭდ-ციცხვისებრი უკანა კუნთის დამბლას. ამ კუნთების მწვავედ განვითარებული ორმხრივი დამბლის დროს ყია არ იხსნება, ვითარდება ხორხის სტენოზი, რომელიც მოითხოვს სასწრაფო ტრაქეოტომიას. ხორხის სხვა კუნთების ფუნქციის დარღვევის დროს ავადმყოფები უჩივიან ხმის ცვლილებას. დიაგნოსტირება ხდება ლარინგოსკოპიით.
მკურნალობა ხორხის ანთებითი ეტიოლოგიის მიოპათიური პარეზების ან დამბლის დროს ისეთივეა, როგორიც მწვავე კატარული ლარინგიტის დროს. გარდა ამისა, გამოიყენება ფიზიოთერაპია: ელექტროფორეზი, დიათერმია. ხორხის ნევროპათიური პარეზების ან დამბლების დროს ნაჩვენებია იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ხორხის ინერვაციის დარღვევას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 433 times by 234 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka