გაცივება

გაცივების დროს რეკომენდებული  მცენარეული ნაკრებები

1.

წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 50 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავწუროთ.1 ჭიქა ცხელი მონახარში, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით.
ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები 50 გრ.

2.

ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები 40 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1 ჭიქა ცხელი გამონაცემი, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით.
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები 40 გრ.
ჩვეულებრივი თავშავას ბალახი 20 გრ.

3.

ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები 15 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი, დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (გაცივების დროს).
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 15 გრ.
სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი 15 გრ.
ჩვეულებრივი თავშავას ბალახი 15 გრ.
გაზაფხულის ფურისულას ბალახი და ფესვები 10 გრ.
შავი ანწლის ყვავილები 10 გრ.
დიდი ოროვანდის ფესვები 20 გრ.

4.

შავი ანწლის ყვავილები 50 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა ცხელი გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს).
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 50 გრ.

5.

შავი ანწლის ყვავილები 30 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა ცხელი გამონაცემი, დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს).
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 30 გრ.
მეჭეჭიანი არყის ხის ყვავილები 30 გრ.

6.

სააფთიაქო ბირკავას ბალახი 30 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა გამონაცემი რამდენჯერმე გამოვივლოთ ყელში.
სააფთიაქო გვირილას ყვავილები 30 გრ.
სამკურნალო სალბის ყვავილები 30 გრ.

7.

ქერიფქლას ყვავილები 25 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი რამდენჯერმე გამოვივლოთ ყელში (გაცივებით გამოწვეული ყელის ტკივილისას).
ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები 25 გრ.
სამკურნალო ტუხტის ფესვი 25 გრ.
ტყის ბალბის ყვავილები 25 გრ.

8.

შიშველი ძირტკბილას ფესვი 40 გრ. 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს).
წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები 60 გრ.

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის  დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში,  სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.

2. გადასვლა საწყის გვერდზე  >>>

__________________________________________

..