ლალი დათეშიძე
პროსტატიტი (prostatitis) – წინამდებარე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთება. ხშირად ვითარდება ინსტრუმენტული უროლოგიური გამოკვლევებისა და შარდის ბუშტის კათეტერიზაციის შემდეგ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ტკივილი შორისში, შარდის ბუშტისა და სწორ ნაწლავის მიდამოში, შარდვის გახშირება, ნიქტურია, ტერმინალური ჰემატურია, პიურია, შარდის შეკავება; აღინიშნება მაღალი
ტემპერატურა და ინტოქსიკაციის მოვლენები. მანუალური გამოკვლევისას მუცელი გადიდებული, მტკივნეულია, აბსცენდირების დროს აღინიშნება ფლუქტაცია. გართულებები: აბსცესის გაღწევა სწორ ნაწლავში, შარდის ბუშტში, შორისში, სეფსისის განვითარება.
მკურნალობა. წოლითი რეჟიმი; ანტიბიოტიკები, ანალგეტიკები, თბილი აბაზანები. აბსცენდირების დროს – ჩირქგროვის გახსნა ზოგადი გაუტკივარებით. პროგნოზი კეთილსაიმედოა, თუმცა არაიშვიათია ქრონიკული პროსტატიტის განვითარება.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 647 times by 359 viewers



